ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში სახალისო სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ ახალგაზრდობაში ქუჩის ფეხბურთის მწვრთნელი იყო და უეფას დიპლომი აქვს.
„რა მაგის პასუხია და ახალგაზრდობაში ქუჩის ფეხბურთის მწვრთნელი ვიყავი, უეფას დიპლომი მაქვს. ბავშვებთან ვმუშაობდი მაშინ და გუნდური თამაშების კურსები გავიარე, 9:0-ს (საშუალოდ) იგებდნენ ჩემი ბავშვები ყველგან.
ხოდა, რომ კოჭლობდა ჩვენი ნაკრები, ვფიქრობდი, მართალია, კვალიფიკაცია დავკარგე და ფეხბურთი კი არა, სამზარეულოდან საძინებლამდე იატაკზე სრიალით მივდივარ, რომ გზა შევამოკლო და ნაბიჯების გადადგმით არ გადავიღალო, მაგრამ ხომ არ ჩავდგე ფორმაში და შევთავაზო ჩემი სამსახური-მეთქი.
მაგრამ აწი მშვიდად გავაგრძელებ პენსიონერობას, მოგეცეთ ლხენა“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ
⭕„კარიერაში საუკეთესო პერიოდი მაქვს, საბერძნეთს კი, კვარამ მიხედოს“ - ბუდუ ზივზივაძე