მომღერალი ინდირა ჯგერნაია ყველასთვის ნაცნობი სახეა, მის მიერ შესრულებული სიმღერები და მღერის მანერა ყოველთვის მაყურებლის აღფრთოვანებას იწვევს.
იგი რამდენიმე კვირის წინ 34 წლის გახდა.
ამჯერად მომღერალმა სოციალურ ქსელში ახალი ფოტოები გაავრცელა, რომელიც საახალწლო გარემოშია გადაღებული:
„ახალი წელი მოდის...“, - წერს ინდირა ჯგერნაია.
შეგახსენებთ, რომ მომღერალმა 13-წლიანი გამოცდილების შემდეგ, სიგარეტის მოწევას თავი დაანება.
„13-წლიანი მოწევა დავასრულე. პირველი 3 დღე იყო კრიზისი, ბრძოლა ჩემს თავთან; შემდეგ იყო გიჟური თავის ტკივილები და ალერგიული გაჭედვები სასუნთქი გზების, მაგრამ გადავიტანე და მოვიგე. ახლა ყველაფერს სხვა სუნი და გემო აქვს. ადრე თუ წყალს ზამთარში ვერ ვსვამდი, ახლა სულ მწყურია. ალბათ კიდევ იჩენს თავს გართულებები, მაგრამ მაგასაც მოვერევი. შეუძლებელი არაფერია. აბსოლუტურად მავნე ჩვევების გარეშე დავრჩი და სარკეში სხვა გოგო მიყურებს. შემდეგი ეტაპი ცურვა და ვარჯიშია ჯანსაღ კვებასთან ერთად“,- წერდა ინდირა ჯგერნაია.


ასევე დაგაინტერესებთ: