ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი თამარ სხირტლაძე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამწუხარო ამბავს სოციალურ ქსელში ბლოგერი დომენიკ მანგო გამოეხმაურა, რომელმაც გარდაცვლილის ახალგაზრდობის ფოტო გამოაქვეყნა.
„სპეციალურად გავაკეთებინე ძველი ფოტოს განახლება და გაფერადება, რომ მეჩვენებინა ამ მოხუცის ახალგაზრდობის სახე.
მთელი საქართველო სამძიმარს გამოთქვამს თამარ სხირტლაძის გარდაცვალების გამო და ვერცერთმა ვერ მოიფიქრა, რომ მოეხდინათ ძველი სურათის გაფერადება და განახლება. ახალმა თაობამ არ იცის ვინ იდგა ამ დაბერებული სახის უკან. ძალიან ცოტა ფოტო მოიძებნება ძველი, თუმცა რაც მოვძებნე მისი რესტავრაცია მოვახერხეთ. ფოტოს ორიგინალს ნახავთ კომენტარებში“, - წერს დომენიკ მანგო.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„ჩემი ელექსირი მაქვს, რა. სითხეს ვამზადებ და ვასმევ...“ - რას ჰყვება „მამულიჩა“ ლელა წურწუმიაზე