Digest Logo

„ჩოგბურთში საქართველოს ჩემპიონი იყო...“ - ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას მარიტა მეფარიშვილი ემსხვერპლა

1665666957
მარიტა მეფარიშვილი

ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასული სამი მოზარდიდან ერთ-ერთი გარდაიცვალა. დაღუპულია 13 წლის მარიტა მეფარიშვილი.

როგორც ცნობილია, მარიტა ჩოგბურთში საქართველოს ჩემპიონი იყო.

ექიმის განმარტებით, ის კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს და რეანიმაციული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა.

ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ვაკის პარკში უბედური შემთხვევა მოხდა. მოზარდებს, რომლებიც პარკში თამაშობდნენ, ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად ჩასულებს კი დენმა დაარტყათ.

სამივე მათგანი სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ერთ-ერთის, 13 წლის გოგოს გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ორი მოზარდიდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული, ხოლო მეორე „ნიუ ჰოსპიტალში“ ექიმების დაკვირვების ქვეშ, ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵 როგორ ერთობოდნენ ბავშვები ვაკის პარკში ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრე - ვიდეო

🔵 „ყურებიდან და ცხვირიდან სისხლი სდიოდა...“ - თვითმხილველი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე

🔵 „4 შვილის მამა ვარ, არ მინდა წარმოვიდგინო, რომ ისინი გავუშვა სკოლაში და მსგავსი რამ შეემთხვათ“ - ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე საუბრისას ირაკლი ნადირაძე ატირდა - ვიდეო

🔵 „თავზარდაცემულები ვართ ყველა...“ - კახა კალაძის პირველი კომენტარი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ ამბავზე

🔵 „სკოლიდან გაპარულან და „შატალო“ მოუწყიათ, საცოდაობა დატრიალდა“ - ტრაგიკული შემთხვევის ახალი დეტალები

🔵 „ხელოვნურ ვენტილაციაზეა“ - როგორია ვაკის პარკში უბედური შემთხვევის დროს დაშავებული ერთ-ერთი მოზარდის მდგომარეობა