Digest Logo

🎥 როგორ ერთობოდნენ ბავშვები ვაკის პარკში ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრე

1665677618

გამოცემა „თაიმერი“ აქვეყნებს ვიდეოს, რომელიც დღეს, ვაკის პარკში ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრეა გადაღებული. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ერთობოდნენ ბავშვები შადრევანში.

ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ვაკის პარკში უბედური შემთხვევა მოხდა. მოზარდებს, რომლებიც პარკში თამაშობდნენ, ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად ჩასულებს კი დენმა დაარტყათ.

სამივე მათგანი სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ერთ-ერთის, 13 წლის გოგოს გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ორი მოზარდიდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული, ხოლო მეორე „ნიუ ჰოსპიტალში“ ექიმების დაკვირვების ქვეშ, ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵 „ჩოგბურთში საქართველოს ჩემპიონი იყო...“ - ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას მარიტა მეფარიშვილი ემსხვერპლა

🔵 „ყურებიდან და ცხვირიდან სისხლი სდიოდა...“ - თვითმხილველი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე

🔵 ვაკის პარკის ტრაგედიისას დაღუპული გოგონას ვიდეო კორტებიდან - ვიდეო

🔵 „კუბოსთან მოცეკვავო სვავებო! შვილები არ გყავთ? მშობლები შეიცოდეთ...“ - ანრი ბიბინეიშვილი