Digest Logo

„ახლა შენც მოგონება გახდი, ჩვენი ძმები მომიკითხე იქ, იმ სამოთხეში“ - ბესო ჩუბინიძე აკაკი სიხარულიძეს ემშვიდობება

1759987066
ბესო ჩუბინიძე

8 ოქტომბერს ჟურნალისტი აკაკი სიხარულიძე გარდაიცვალა.

იგი საერთაშორისო ჟურნალისტიკის, სამართლისა და ბიზნესის ინსტიტუტის დამაარსებელი იყო.

გარდაცვლილ კოლეგას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე ემშვიდობება:

„იმიერ საქართველოს დიდ სამოთხეს კიდევ ერთი ჩემი მეგობარი და კოლეგა შეუერთდა...  

ერთი სამეგობრო, ერთი საახლობლო, ერთი საძმაკაცო გვყავდა და აჰა, კაკოც იმათთან წავიდა....

„საპატიო თბილისელის“ ღონისძიებაზე შევხვდით ბოლოს, 90-იანების პერიოდის ჟურნალისტიკის ამბები გავიხსენეთ, ბევრი ღიმილით და ბევრი ლამაზი მოგონებით...

ახლა შენც მოგონება გახდი კაკო სიხარულიძე.

ნათელში იყოს შენი სული და ბიჭები, ჩვენი ძმები მომიკითხე იქ, იმ სამოთხეში კაკო, მეგობარო“, - წერს ბესო ჩუბინიძე.

ცნობისთვის, აკაკი სიხარულიძემ 1982 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ცენტრალურ აპარატში – ხელმძღვანელობდა ახალგაზრდული და საყმაწვილო ჟურნალ-გაზეთების, ტელერადიოგადაცემათა რედაქციების სექტორს; 1987 წლიდან ჟურნალისტთა ფედერაციაშია (ყოფილი კავშირი); იყო საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციისი თავმჯდომარე. რედაქტორობდა გაზეთ „საქმეს“; 1994 წელს გამოსცა აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი „უკვდავება“; 1993 წელს ჩამოაყალიბა ეროვნული თანხმობის დარბაზი; 1997 წელს საფუძველი ჩაუყარა ქართული ჟურნალისტიკის დღის (21 მარტი) აღნიშვნის ტრადიციას; იყო საერთაშორისო ჟურნალისტიკის, სამართლისა და ბიზნესის ინსტიტუტის დამაარსებელი, მისი რექტორი.

1998 წელს დაჯილდოებულია ღირსების ორდენით ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში, აქტუალური, ცხოვრებისეული თემების მაღალკვალიფიციურ დონეზე წარმოჩენაში, აქტიური, შემოქმედებითი მოღვაწეობისა და ახალგაზრდა პროფესიული კადრების მომზადებაში შეტანილი პირადი წვლილისათვის.

2013 წელს დაინიშნა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად.

ასევე დაგაინტერესებთ:

„მოსალოცი ამბავია! თურქმა არქეოლოგებმა არტანუჯის ციხეში ქართველი მეფის, აშოტ I დიდის სამარხი აღმოაჩინეს“ - გიორგი ლობჯანიძე

როგორი ამინდია მოსალოდნელი 9 ოქტომბერს საქართველოში

„ოდესმე თუ გიფიქრიათ - რა გსურთ სინამდვილეში, ფული თუ ის, რასაც ფულით ყიდულობთ?...“ - რას წერს ეზოტერიკოსი