Digest Logo

„ამ დროს ხშირად ეძინებათ იმ ადამიანებს, რომლებიც ღამეს ათენებენ...“ - რას წერს რამაზ გიგაური?

1748163588
რამაზ გიგაური

ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი, რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებსაც.

ამჯერად რამაზ გიგაური საინტერესო პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„როდესაც რაღაც ძვირფასს, ნამდვილს უახლოვდები, უფრო და უფრო მეტად გიჭირს მისი დანახვა. უფრო მეტიც, შესაძლოა ეჭვიც კი შეგეპაროს, რომ ის ნამდვილად ძვირფასი და ჭეშმარიტია (პირველი ფიზიკური, მეორე კი ფსიქოლოგიური ასპექტია).

ეს ჰგავს მთასთან მიახლოებას. ის თავის სიდიადეს გარკვეულ მანძილზე აჩენს. როგორც კი მთის ძირას მივალთ, მისი დიდებულება იკარგება. ამ დროს ჩნდება ეჭვიც, „ნამდვილად სწორი გზაზე ვარ?“ ან „ნამდვილად ამ მთასთან მოსვლა მინდოდა, ღირდა ეს ამ წვალებად?“.

ყველაზე მეტად გათენების წინ ბნელა, სწორედ ამ დროს აცივდება ხოლმე ყველაზე მეტად. ეს ღამის ერთგვარი „მაგიური“ პერიოდია. ამ დროს ხშირად ეძინებათ იმ ადამიანებს, რომლებიც ღამეს ათენებენ (დარაჯებს, ექიმებს, ჯარისკაცებს, მორიგეებს).

საჭიროა ამ „უღელტეხილის“ გადავლა, რადგან მხოლოდ ამის შემდეგ „მსუბუქდება“გზა. მთავარია, რომ თვითონ „გზაში“ არ შეგეპაროს ეჭვი, თუნდაც ვეღარ ხედავდე იმას, რის (ვის) გამოც დაიწყე ამ გზის გამოვლა. ეს უნდა იგრძნო, „გაიგო“ და რომ გაიგო გულისყურით უნდა უსმენდე შენს თავს, შენში არსებულ ღმერთს“, - წერს რამაზ გიგაური.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მადლიერი ვარ...“ - ნუცა ბუზალაძეს წლის მუსიკალური ინფლუენსერის პრიზი გადასცეს, რა კადრებს გვიზიარებს მომღერალი კანიდან?

⭕„ბრალდებულმა ნაცნობი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა, კაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა“ - ბათუმში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე 1 პირი ცხელ კვალზე დააკავეს

⭕„რა ფეხები...“ - ალექსანდრა პაიჭაძე ახალ კადრებს აქვეყნებს