მსახიობი ნანა ბუთხუზი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს რომ ყველა თავის წილ დანაშაულზე უნდა დაფიქრდეს.
„ეს ადამიანი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაპატიმრებულია, ციხეშია!
სამართალი აღდგა, არა?!
ღირსება დაგიბრუნდათ, არა?!
ღირსია, არა?!
მოიფხანეთ, თქვენი ვიწრო და პირადი ბოღმა - შურისძიების გაშმაგებული სურვილი?!
ტაში! ტაში! ტაში! ტაში, მეხუთე პრეზიდენტს!
ამ კაცის ხსენება არ შეიძლება, სირცხვილია, დასაცინია და დანაშაულია, არა დღეს?!
ამ კაცის თავისუფლება, რომ მოითხოვო აქციები იშლება თურმე, არა?!
ეს ყოფილა მიზეზი იმის, რომ ვერასდოს გავერთიანდით სამშობლოს დასაცავად, არა?!
იქნებ ყველაფერი პირიქით არის?!
იქნებ, ყველა თავის წილ დანაშაულზე დაფიქრდეს?!
ის, რაც ჩვენ ქვეყანაში ხდება, ნებისმიერ ჭრილში, (მინიმუმ) სახელმწიფოებრივი სირცხვილია!
ს ი რ ც ხ ვ ი ლ ი ა!!!“ - წერს ნანა ბუთხუზი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵უკრაინაში მყოფმა „ქართულმა ლეგიონმა“ რუსეთის სასარგებლოდ მომუშავე დივერსანტები დააკავა
🔵რუსეთში Instagram-ი ოფიციალურად დაიბლოკა
🔵„ენდეთ საკუთარ ინტუიციას, თუ ჩათლით საჭიროდ შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი სქმე“ - დღის რჩევა