Digest Logo

რუსეთში Instagram-ი ოფიციალურად დაიბლოკა

1647067142
ინსტაგრამი

რუსეთში Instagram-ი ოფიციალურად დაბლოკილია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული ტელეგრამ არხები ავრცელებენ. მანამდე, რუსეთში დაიბლოკა Facebook-იც, მუშაობა შეწყვიტა Tik-Tok-მაც.

გარდა ამისა, კომპანია Meta - ონლაინ სოციალური პლატფორმების​ - Facebook-ისა და Instagram-ის მომხმარებლებს ზოგიერთ ქვეყანაში დროებით საშუალებას მისცემს, განათავსონ ძალადობის ენის შემცველი მოწოდებები რუსებისა და რუსი ჯარისკაცების მიმართ, უკრაინაში შეჭრის კონტექსტში.

ცვლილება ეხება სომხეთს, აზერბაიჯანს, ესტონეთს, საქართველოს, უნგრეთს, ლატვიას, ლიეტუვას, პოლონეთს, რუმინეთს, რუსეთს, სლოვაკეთსა და უკრაინას.

Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპანია დაუშვებს ისეთი პოსტებსის განთავსებასაც, რომელიც გამოხატავს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს სიკვდილის მოწოდებას.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ძალიან მალე პროდუქტი ისე გაძვირდება, შიმშილი დაისადგურებს…“ - პეტრე კოლხი

🔵„ასე იციან სტუმრად მოსულმა რუსებმა...“- რას წერს ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი

🔵„გამოჩნდა ბოროტმოქმედი მმართველი, რომელიც მთელ კაცობრიობას ბირთვული იარაღის ჟღარუნით ემუქრება“ - მეუფე დიმიტრი

წყარო: rustavi2.ge