
ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და ძალიან შეიყვარა. იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მისეულ დაკვირვებებს, შეფასებებს თუ გამოცდილებებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.
ამჯერად ტელეწამყვანი პოსტს აქვეყნებს, სადაც აგრესიასა და მის შედეგებზე საუბრობს:
„ამ პატარა ქვეყანაში ამდენი აგრესია, სავალალო მდგომარეობაში ჩააგდებს ქვეყანას.
სამწუხაროა, რომ ამის შეჩერება უკვე აღარ შეიძლება, თუ საკუთარ თავს, თავად არ უშველე.
ადამიანი რომ დააშავებს, აგრესიით უნდათ გამოასწორონ, აგრესია, აგრესიით არ გამოსწორდება.
ერთი დღის განმავლობაში, სოციალურ ქსელში, რამდენი ადამიანი ლანძღავს ერთმანეთს? რამდენი ადამიანი დასცინის ერთმანეთს? რამდენი ადამიანი ემუქრება ერთმანეთს?
რატომ არის, რომ ადამიანები, ვითომ კარგისკენ მოუწოდებენ ერთმანეთს და თავად უარეს სჩადიან.
ჩვენ ადამიანებმა, თუ არ ვიზრუნეთ საკუთარ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, ძალიან დავზარალდებით.
ერთ ადამიანზე, მეორე ადამიანი ამბობს: კარგია ავად რომ გახდა მაწყენინა და დაისაჯაო.
ასეთი ადამიანი, რომელსაც წყენის გამო გაუხარდა სხვისი ავადმყოფობა, აუცილებლად დიდი სენი შეეყრება, რომ განიცადოს და გამოცადოს სხვისი ტკივილი.
როცა სხვისი ცუდი გიხარია, ვერასოდეს წინ ვერ წახვალ და აუცილებლად ტკივილიანი ცხოვრება გექნება.
ყველა შენს შეცდომაზე თავად აგებ პასუხს.
ადამიანში რომ შეცდი, შენ ხარ დამნაშავე და მოგეთხოვება პასუხი. რატომ არ იყავი ფრთხილი? რატომ არ იყავი წინდახედული? ადამიანი, რომელიც კომფორტის ზონაში გამყოფებს, ის მანიპულატორია.
მანიპულატორი თავს აცოდებს მსხვერპლს, ვითომ გულჩვილია, ტირის ,,უსამართლობის'' დროს, დაბნეულია და ზოგჯერ მიუსაფარი, ზოგჯერ შანტაჟზე წამსვლელიც. რა ხდება მერე? მერე ყველაფერს დათმობ, რომ ეს კომფორტი არ მოგაკლდეს. მერე შენ ,,უნებლიეთ'' გახდები კომფორტის ავტორად და ასე აღმოჩნდები ტყვედ.
არიან მონური ფსიქიკის ადამიანები, რომლებიც მანიპულიატორებთან ბედნიერად გრძნობენ თავს და მთავარი, ფსიქიკურად აშლილი მანიპულატორი საკუთარ თავს გაწირავს, რათა გაგანადგუროს პარტნიორი.
ყველაფერში დამნაშავე ხარ! რატომ არ იყავი ფრთხილად. სად იყო შენი გონიერება.
საიდან დავიწყე და სად დავამთავრე. ნახეთ როგორ არის სწორი. უმადური ადამიანი - არა.
ადამიანს, რომელსაც სიკეთე გაუკეთე, მადლობა უნდა უთხრა, რომ მან შესაძლებლობა მოგცა სიკეთე აკეთო.
დამინახე, დაგინახე არაფერ შუაშია. ყველაფერს ხედავს განგება, რომელიც მერე, შენ გვაჯილდოვებს.
ერთ ადამიანს ვიცნობ, ძალიან ბევრ ადამიანს გაუკეთა მართლა საოცარი სიკეთე, არასოდეს მისგან არ გამიგია სიტყვა ადამიანები უმადურები არიანო. გეტყვი რომ შეგხვდები, როგორი მაგარი ადამიანი ხარ.
არც ერთ ადამიანთან აღარ ვმეგობრობ თუ არ ვენდობი.
როცა გიწევს არასანდო ადამიანთან მეგობრობა, მაშინ შეეგუე უფსკრულს, რომელიც აუცილებლად იქნება.
ვარდები საოცარ სურნელს აფრქვევენ.
ყველა ვარდს სურნელი არ აქვს, თქვენ წარმოიდგინეთ, ზოგიერთი ვარდი ყარს“, - წერს გია ჯაჯანიძე.
ასევე დაგაინტერესებთ: