ოლიმპიურ ჩემპიონს, ზურაბ ზვიადაურს 27 წლის ნიკა კენჭოშვილის მკვლელობას ედავებიან. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ის ჯანმრთელობის გაუარესების გამო კლინიკაში გადაიყვანეს.
ცხოვრებისეულ ამ რთულ პერიოდს ეხმაურება ოლიმპიური ჩემპიონის ნათესავი და სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს წერს.
„ადამიანობა დაკარგული კაცობრიობა, სხვის დაცემაზე მოხარხარე ადამიანების ბრბო, „დამიჯერე, ცხოვრება ყველაფერს წინ დაგახვედრებს და გამომგცდის, რაზედაც კი ოდესმე გითქვამს – „მე - არასოდეს“...
ცხოვრება ბუმერანგია, არ დაგავიწყდეს ადამიანო! ამას არ უნდა ვწერდე ახლა… მაგრამ მაწერინებს ადამიანთა გულგრილობა, როდემდე შეიძლება განსახილველი იყოს სხვისი მკვდარი ან ცოცხალი, თანაგრძნობა თუ არ შეგიძლიათ, თანაგრძნობა?….
თუმცა ვამბობ მეც, თავშეკავებას როგორ შეძლებ? შენ დაიბადე სხვაზე, სხვა განიკითხო, საკუთარ გვერდზე დამალულ ცხოვრებაზე კი თვალები დახუჭო, პასუხიც ღირსნიც არ ხართ…
მაგრამ ამას თქვენთვის კი არა ჩვენთვის ვწერ, ჩვენზე, ჩვენს ტრაგედიაზე თავს რომ გადაგვხდა, ყველას რომ დამნაშავე გვგონია თავი, ძმასაც, ბიძაშვილსაც, ახლობელსაც და საუკეთესო მეგობარსაც! – ერთმანეთს რომ ვერ ვუყურებთ თვალებში, თავდაღუნულნი რომ ვსაუბრობთ პირისპირ, ან საერთოდ ვერ ვსაუბრობთ, ვიდეოთვალს რომ არ, ვერ ვრთავთ და ისე ვსაუბრობთ, სათქმელიც რომ არაფერია, ერთმანეთის დანახვისაც რომ გვერიდება….
ვწერთ ცრემლით გაჟღენთილ მესიჯებს, ვამხნევებთ ერთმანეთს, დასაწერიც რომ გვიწყდება, ღმერთმა არავის გამოაცდევინოს…
ტირილის, ყვირილის ბურთი გაგვჩრია ყელში ყველას… ვამბობთ, ვფიქრობთ…. აი, ამას მე ვიყო მკვდარი ჯობიაო! –
შენ კი დამდგარხარ ადამიანო და წერ და კითხულობ სხვის ცხოვრებაზე, დაწყევლილს უარესად წყევლი, მძულს ასეთი სამყარო, არ ხართ მართლები,არა! – როგორმე თქვენი კრიტიკის გარეშეც ეცდება ატაროს ეს ტვირთი, ვატარებთ ერთად, ვეცდებით გავუძლოთ! – მივეშველოთ! – მივეშველებით ისინი ვისიცაა, ვისი სისხლიცაა, რას ვიზამთ?
ვის რა უქნია?
თუ მოუვლინა ეს განსაცდელი უფალმა ატარებს კიდევაც, ჩვენ კი ვილოცებთ არ დაეცეს, გაუძელი ავთო! – ჩვენ შენთან ვართ ჩვენო ბიჭო!“, - წერს მომხმარებელი.
ინფორმაციისთვის, ზვიადაურს 27 წლის ნიკა კენჭოშვილის მკვლელობას ედავებიან. მასთან ერთად დაკავებულ ჯაბა ჯანგირაშვილს კი ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის გაასამართლებენ.
გამოძიების ინფორმაციით, წინანდლის ტყეში მომხდარი სისხლიანი გარჩევისას, სადაც სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური, ყოფილმა სპორტსმენმა სასიკვდილოდ დაჭრა ნიკა კენჭოშვილი.
აგრეთვე წაიკითხეთ: