Digest Logo

„ამდენმა სიძულვილმა შვა მკვლელები, მანიაკები და ფსიქოპათები! გააძლიერეთ პოლიცია, სანამ ხალხმა ლინჩის წესით დაიწყო გასამართლება!!“ - ხატია სიჭინავა ხელისუფლებას

1679034579
სიჭინავა ხატია

ჟურნალისტი, ხატია სიჭინავა დიდ დიღომში მომხდარ საზარელ ფაქტს - 12 წლის მოზარდის მკვლელობას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ხელისუფლებას მოუწოდებს გააძლიერონ პოლიცია, სანამ ხალხი ლინჩის წესით დაიწყებს დამნაშავის გასამართლებას.

🔵 „ქალის კივილის ხმა ისმოდა, რომელიც ყვიროდა ბავშვი გამიგუდესო. აქ ემოციებს ვერ დავწერ, გაყინული ვზივარ...“ - ნუკა კვალიაშვილი 12 წლის გოგოზე

„ამდენმა ზიზღმა და სიძულვილმა შვა მკვლელები, მანიაკები და ფსიქოპათები!!!

ფეხებზე მკიდია თქვენი პოლიტიკაც და სკამებზე გაგიჟებული ორივე მხარეც!!

გააძლიერეთ პოლიცია!!!

სანამ ხალხმა ლინჩის წესით დაიწყო გასამართლება!!

მე პირადად აუცილებლად ვიყიდი იარაღს!!

პედოფილები უნდა ჩაკლა ადგილზე!!

ესენი არიან გამოუსწორებელი ავადმყოფები!!!

შოკიდან ვერ გამოვდივარ ! იქნებ სადღაც გვერდით იყო ბავშვი, სანამ მე ჩემს შვილს ველოდებოდი წრეზე !

როგორ ვერავინ ვერ გიშველა, შვილო, ამაზე დიდი ტრაგედია არ არსებობს!!!“, - წერს ხატია სიჭინავა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი გუშინ საღამოს დაიკარგა. მას 23:00 საათიდან სამართალდამცველები და ადგილობრივები ეძებდნენ. მოზარდი ბოლოს პეტრიწის ქუჩის მიმდებარედ, სკვერში ნახეს. რამდენიმე საათის შემდეგ კი მოშორებით, უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა, თუმცა ბევრი მცდელობის მიუხედავად, გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გავრცელებული ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„სასწრაფოს ბრიგადა თითქმის ერთ საათს უტარებდა ხელოვნურ სუნთქვას, უკაცრიელ პარკში, რაგბის სტადიონთან იპოვეს...“ - ლაშა ბერულავა დიღომში დატრიალებულ ტრაგედიაზე

🎥 „დავდიოდით ქალაქში, მთლიანად უბანში, მერე ჯგუფში დაიწერა პეტრიწზეაო, იქ ასვენია“ - რას ჰყვებიან მცხოვრებლები 12 წლის გოგოს ამბავზე

🔵„სწრაფად დავორგანიზდით მოქალაქეები, ბევრნი გავედით მანქანებით, მაგრამ ცოცხალს ვერ მივაგენით“ - ირაკლი ღლონტის ემოციური პოსტი