დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე 12 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს.
არასრულწლოვნის ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული, სადაც მას ექსპერტიზა უტარდება.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ძალადობის კვალი ეტყობა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში მომღერალი ნუკა კვალიაშვილი გამოეხმაურა, რომელმაც დაწერა, რომ ღამით დედის ხმა ესმოდა, რომელიც ყვიროდა, რომ შვილი გაუგუდეს.
„დიდი დიღომი, პეტრიწის მიმდებარედ (ჩემთან ძალიან ახლოს) სურათს შეგნებულად არ დავდებ , 23 საათისთვის გაუჩინარდა 12 წლის ბავშვი გოგონა, რაც წეღან დავდე. როგორც დაიწერა ბავშვი იპოვეს უგონოდ ხეებში ჩაფლული, რაგბის სტადიონთან, რასაც წერენ 25 წუთის მანძილზე ხელოვნურ სუნთქვაზე ჰყავდათ, მაგრამ გული ვერ აუმუშავეს, სავარაუდოდ ბავშვი გაგუდეს, რადგან ქალის კივილის ხმა ისმოდა, რომელიც ყვიროდა ბავშვი გამიგუდესო. აქ ემოციებს ვერ დავწერ გაყინული ვზივარ და უბრალოდ ვისაც აინტერესებდა მდგომარეობა იმათ ვატყობინებ, სიტყვები არ მაქვს არ ვიცი ძალიან ძალიან ცუდად ვარ ...
გთხოვთ მიაქციეთ შვილებს იმაზე მეტად ყურადღება ვიდრე აქამდე, ქვეყანაში ავადმყოფები დადიან“, - წერს ნუკა კვალიაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: