Digest Logo

„ამერიკაში რომ მოვდიოდი ვუთხარი, 100 წლის რომ გახდები შენს დაბადების დღეზე ჩამოვალ-მეთქი, ბებომ შეასრულა პირობა, გახდა 100 წლის, მე ვერ შევუსრულე დანაპირები, ვერ გავაცილებ უკანასკნელ გზაზე“ - ვახო ბიჭიკაშვილი

1752935143
ვახო ბიჭიკაშვილი

მსახიობი და იუმორისტი ვახო ბიჭიკაშვილი რამდენიმე წელია, საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა. 

იგი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს, მას ბებია გარდაეცვალა.

„ამერიკაში რომ მოვდიოდი ვუთხარი 100 წლის რომ გახდები შენს დაბადების დღეზე ჩამოვალ-მეთქი, ბებომ შეასრულა პირობა გახდა 100 წლის მე ვერ შევუსრულე დანაპირები.

რა თქმა უნდა ვნანობ და განვიცდი ისე როგორც განვიცდი იმას რომ ვერ გავაცილებ უკანასკნელ გზაზე, მადლობა ეთერ ყველაფრისთვის, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მოგონება გიკავშირდება, ვამაყობდი რომ დიდი ბებია 100 წლის მყავდა. დიდი ისტორიის ბოლო აკორდი იყავი.

მშვიდად განისვენე შენს მარადიულ სამყოფელში.ეთერ ბახტაძე 1925-2025“, - წერს ვახო ბიჭიკაშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕მერკურის რეტროგრადული მოძრაობა დაიწყო: რა უნდა/არ უნდა გააკეთოთ ამ დროს - თაკო მელიქიშვილის რჩევები!

🎥 სალომე ღვინიაშვილი მეუღლესთან და შვილებთან ერთად საბერძნეთში ისვენებს - „შეუდარებელ ოჯახი“

⭕გია მურღულია: „ჭკვიანს სულელთან ერთი დიდი უპირატესობა აქვს - მან იცის, რომ შეიძლება შეცდეს“