Digest Logo

„ამერიკელმა ექიმმა რეკომენდაციაში დაუწერა, 25 წელია ამ სფეროში ვმუშაობ და ასეთი ნიჭიერი ახალგაზრდა ექიმი არ მინახავს“ – ვისზე წერს თეა გვასალია

1683447751
თეა გვასალია

ესპანური ენის სპეციალისტი, მთარგმნელი თეა გვასალია ახალგაზრდა ექიმის წარმატებაზე წერს, რომელიც მისი დისშვილია – რატი ტყეშელაშვილი.

„სულ საკუთარი შვილებით რომ მომაქვს თავი, ახლა დისშვილით უნდა ვიტრაბახო. ეს რატი ტყეშელაშვილია, ახლა ატლანტაში, ემორის საუნივრსიტეტო კლინიკაში გადის ჩემ დროს რომ პრაქტიკები ერქვა და ახლა რომ კლინიკურ როტაციას ეძახიან, იმას. ონკოჰემატოლოგიას მორჩა და ამ დეპარტამენტის ხელმძღვანელმა რეკომენდაციაში დაუწერა: 25 წელია ამ სფეროში ვმუშაობ და ასეთი ნიჭიერი ახალგაზრდა ექიმი არ მინახავს, დიდი სურვილი მაქვს, ოდესმე ერთად მოგვიწიოს მუშაობაო. გამოცდილი და თავის სფეროში ერთ-ერთი საუკეთესო ამერიკელი ექიმი რომ ლამაზი თვალების გამო არ შეგაქებს, ყველამ ვიცით.

ეს პოსტი რომ დედამისს დაეწერა, რატის რისხვას ვერ გადაურჩებოდა. იმედი მაქვს, ერთადერთ და საყვარელ დეიდას ამ ერთხელ მიეტევება. რატომ გაურბიან ეს კარგი ბავშვები ქებას, არ მესმის და მომკალი“, – წერს თეა გვასალია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რაც კი ცხოვრებაში დამიშვია“ - დათო გორგილაძე

🔵„უმცირესობის უფლებების დაცვა ამ მორალური ტანჯვის შემცირებას ემსახურება, რომ ნებისმიერმა ადამიანმა თანასწორად იგრძნოს თავი, რაც უკიდურესად სამართლიანია“ - ნათია ფანჯიკიძე