Digest Logo

„ამერიკის მიღმა ირანზე წავა ამ წლებში სერიოზული დაწოლა და არაა გამორიცხული, რომ გენერალური რეიდებიც ვიხილოთ მალე...“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე

1737629382
გიორგი ლობჯანიძე

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემების მიმოხილვას აკეთებს.

ამჯერად გიორგი ლობჯანიძე ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ყველა მნიშვნელოვანი დეტალი, რაც უნდა ვიცოდეთ ამერიკის ახლად არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციიდან და რას ელოდება მსოფლიო:

დავიწყოთ იმით, რომ მიწვეული სტუმრებიდან ყურადღება მიიქცია - ამაზონის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა, მანდ იყვნენ „მეტას“ შემქმნელი მარკ ცუკერბერგი, მილიარდერი ილონ მასკი, არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ ხერარდო მილეი და სხვები.

ტრამპი, მისი პოლიტიკიდან გამომდინარე, ტყუილად არ დგამს მსგავს ქმედითუნარიან ნაბიჯებს. როგორც ჩანს და თავადაც არა ერთგზის უთქვამს, მიზანია სოციო.ეკონომიკური და სამხედრო კონტროლი, ფაქტობრივად, ამერიკული წინამავლობა მსოფლიო ასპარეზზე.

40 წლის მანძილზე ინაუგურაცია პირველად შედგა ამერიკის კონგრესის შენობაში, ბოლოს ასეთი შემთხვევა რონალდ რეიგანის დროს მოხდა.

ძალიან საინტერესოა, რომ ამ უკანასკნელმა, ინაუგურაციის პროცესშივე დააანონსა ყველა ის მნიშვნელოვანი სტრატეგიული გეგმა, რასაც აპირებს მომდევნო ხანებში:

გთავაზობთ მისი გამოსვლის საგულისხმო, საკვანძო ფრაზებს:

„ამერიკა ბრუნდება! ჩვენ არ დავავიწყებთ კონსტიტუციას და არ დავივიწყებთ უფალს!“.

„ამერიკა კვლავ გახდება ინდუსტრიული ქვეყანა, ისევ დავიწყებთ წარმოებას, ნავთობის მოპოვებას!“.

დონალდი მალევე შეეხო საგარეო პოლიტიკასაც და პანამის არხთან დაკავშირებით განაცხადა: „პრეზიდენტმა მაკკინლიმ ჩვენი ქვეყანა უმდიდრესი გახადა, მან გააჭრევინა პანამის არხი და ძალიან დიდი მსხვერპლი იყო ამის მშენებლობის დროს. ჩვენი ვალია დავიბრუნოთ ეს არხი, რადგან მისით ჩინეთი ეკონომიკურად სარგებლობს“.

„მე დავასრულებ ყველა ომს! ისევ აღვადგენთ ამერიკის არმიას და ვაქცევ ყველაზე ძლიერ არმიად მსოფლიოში!“.

„ამიერიდან, ტერორისტულ ორგანიზაციად ვაცხადებთ მექსიკურ ნარკოკარტელებს, ცხადდება საგანგებო მდგომარეობა სამხრეთის საზღვარზე, ვიწყებთ მილიონობით არალეგალის უკან დაბრუნებას!“.

„ჩვენ ვიქნებით ის ქვეყანა, ვინც კოსმოსს და მარსს აითვისებს“.

„ამერიკა გადის მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციიდან, ასევე მოეხსნება ისრაელს იარაღის მიწოდებაზე ყველანაირი შეზღუდვა“.

ამ ყველაფრიდან კარგი, დადებითი ის არის რომ სოციალურ ქსელებზეც, იქნება ეს „მეტა“, ტიკ-ტოკი თუ სხვა, მოიხსნება არასათანადო ცენზურა და დაწესდება სწორი რეგულაციები, დამეთანხმებით, ალბათ, რომ უნდა იყოს დიდი კონტროლი ამ მხრივ.

საგულისხმოა, რომ ამერიკის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ღმერთს და მის ხსოვნას, არ ვიცი რას მოიმოქმედებს ამ მხრივ და რა უდევს თავში აზრად, მაგრამ თუ რამით გაკეთდება კეთილი საქმე, ამას რა სჯობს ...
ერთხელ და საბოლოოდ იწყება მრავალწლიანი გამოძიება ჯანმოს ორგანიზაციის და პფაიზერის აცრებთან დაკავშირებით. თავად ამ ორგანიზაციის წევრებმაც უკვე დადეს ინფორმაცია, რომ საკმაოდ ბევრ გვერდით მოვლენას იწვევდა ეს აცრები და ბევრისთვის, ვინც აიცრა ახლა უკვე გაუგებარია რატომ მიიჩქმალა ეს თემა, თუმცა ბევრისთვის გასაგებიცაა. რას იზამს ჯანმო ამერიკის გარეშე ან რა ძალა აქვს დრო გვანახვებს ... საბოლოოდ ამერიკამ ჯანმო დატოვა!

როგორც ჩანს სქესობრივი საკითხების თემაც დალაგდება და ამ მხრივაც, მოაწერა ხელი ტრამპმა, რაც მისასალმებელია.

ახლა, რაც შეეხება კითხვის ნიშნებს და სარისკო ამბებს:

ძალიან სარისკოა ისრაელისთვის ნებისმიერი იარაღის მიწოდება, ისე რომ ლიმიტი, ფაქტობრივად, არაა. ებრაელების და ამავდროულად, ტრამპის მთავარი ინტერესები გადაიწევს სპარსეთის ყურისკენ, რადგან ნავთობზე კონტროლი სურს, აქ ებრაულ-ამერიკული ინტერესი ცხადი ხდება.

ამერიკის მიღმა, ირანზე წავა ამ წლებში სერიოზული დაწოლა და არაა გამორიცხული რომ გენერალური რეიდებიც ვიხილოთ მალე.

ტრამპმა ხელი მოაწერა მექსიკის ყურის - ამერიკის ყურედ გამოცხადების პაქტს. მექსიკასთან კონტაქტი სწორადაა დასაბალანსებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ცოტა ბუნდოვანია პროცესი. არ ვიცი და ჯერ არავინ იცის რა და როგორ წარიმართება ან რამდენად შეეგუებიან მექსიკელები არეულ ურთიერთობას.

ამ გამოსვლის დროს მან ,,კუბა’’ ტერორიზმის მხარდამჭერ ქვეყნების სიაში შეიყვანა, ხოლო პანამაზე გაკეთებული განცხადებისთანავე მალევე ვენესუელას არ აღიარებულმა პრეზიდენტმა მადურომ სამხედრო სწავლების შესახებ ბრძანება გასცა. ედმუნდო გონსალესი კი, ვისაც ამერიკა ვენესუელას პრეზიდენტად ცნობს ინაუგურაციაზე იყო მიწვეული. თავად პანამის ლიდერმა დასძინა რომ არაფრის დათმობას არ აპირებენ.

საინტერესოა, როგორ და რა ფორმატში მოახერხებს ამერიკის რიგით 47-ე პრეზიდენტი ყველა ამ პრობლემის გადაჭრას. კარგ ნაბიჯებთან ერთად, ბევრია სახიფათო სვლებიც. მე იმედს ვიტოვებ, რომ როგორმე სიტყვიერ შეთანხმებაში ჩაატევს ამ გეგმას ტრამპი, თუმცა ფაქტი სახეზეა, ახლა მიდის მეგა სახელმწიფოების გეოპოლიტიკური გადანაწილების პროცესი.

ამ პროცესში კი სამ ქვეყანას: რუსეთს, ჩინეთს და ამერიკას მოუწევთ სხვადასხვა სიმაღლეების დაკავება, ამ სიმაღლეებში კი ლათინოამერიკის, ახლო აღმოსავლეთის და ევროპის კონტინენტის მიდამოები მონიშნული იქნება.
ხაზს ვუსვამ, დადებითი ბევრი იყო, ხოლო არის მეორე გამოწვევებით სავსე მხარეც, რომლის გამოვლინებასაც დროში დავინახავთ“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„რანაირად შეგიძლიათ „ქართული ოცნების“ ბენეფიტებით სარგებლობა და ამ დროს გინდოდეს იმავე ხელისუფლების დამხობა?“ - რას წერს ნუკა არველაძე

„ყურადღება გმართებთ პარტნიორებთან...“ - 23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

ყავის მოყვარულებო, ფრთხილად! - ინფორმაცია, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ