Digest Logo

„რანაირად შეგიძლიათ „ქართული ოცნების“ ბენეფიტებით სარგებლობა და ამ დროს გინდოდეს იმავე ხელისუფლების დამხობა?“ - რას წერს ნუკა არველაძე

1737627488
ნუკა არველაძე

ჟურნალისტი ნუკა არველაძე სოციალურ ქსელში საკუთარ მოსაზრებას გამომწერებს ხშირად უზიარებს.

ამჯერად ის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს გამოეხმაურა:

„გულწრფელად არ მესმის და ძალიან მინდა გავიგო!

მინდა გავიგო, რანაირად შეგიძლიათ ქართული ოცნების ბენეფიტებით სარგებლობა და ამ დროს გინდოდეს ქართული ოცნების, ანუ იგივე ხელისუფლების დამხობა!!

ფიქრობთ, რომ ძალოვან სტრუქტურებს სისუსტე რომ გამოეჩინათ და უფრო მეტის არევა შეგძლებოდათ ჩვენ ასე მშვიდად გიყურებდით? ფიქრობთ, რომ მართლა რომ გაგსვლოდათ 1% მაინც ვინმე მოგითმენდათ??

თანამდებობებზე მშვიდად რომ სხედხართ ზოგიერთები, ნეტარი სახით, მედიას, კულტურას რომ „წარმოადგენთ" დღეს აი, იმ გონებაჩლუნგებისთვის ვწერ!!! რა გგონიათ ასე მარტივადაა ყველაფერი რაც ჩანს?
დედითქვენის გიჭამიათ, დიდი კოვზებით!!!!

გეშინოდეთ იმ ხალხის, ვინც 12 წელი ითმენდა და სახელმწიფოს ემსახურებოდა, თქვენსავით ჭკუათხელი არ არის და ზუსტად იცის რის გამო იკავებს საკუთარ ემოციას!

და კიდევ, თუ ვინმე ჩემი ახლობელი მეგონეთ და ჩემგან პატივისცემას იმსახურებდით და ვერ გარკვეულხართ რა გინდათ ჩამოყალიბდით!!!

ბრძოლა არ შეჩერებულა, ტრამპის საგარეო პოლიტიკა იმაზე გაურკვეველი იქნება ვიდრე გვგონია! და სწორედ ახლა დგება გადამწყვეტი დრო არა მარტო ჩვენთვის, არამედ მთლიანად სახელმწიფოსთვის
ტრამპის პოლიტიკა კარგია ამერიკისთვის და ტრამპის პოლიტიკა არა და არ მორგება საქართველოს, ისევე როგორც ბაიდენის!!!“, - წერს ნუკა არველაძე.

 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ყურადღება გმართებთ პარტნიორებთან...“ - 23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

ყავის მოყვარულებო, ფრთხილად! - ინფორმაცია, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ

⭕როგორ გამოვიყენოთ 25.01.2025-ის სარკისებური თარიღის ენერგია, ცხოვრების გასაუმჯობესებლად