ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„ამპარტავანს შემუსრავს ღმერთი",
— ეს რას ნიშნავს?! შემუსრავს, რა, მოგვერევა და ამით დაგვჩაგრავს?!
— არა;
ეს ნიშნავს, რომ შენ ღმერთს ვერ დაინახავ,
ამის უნარი არ გექნება.
რადგან ქრისტე მშვიდია და მდაბალი გულითა — ამიტომ, მხოლოდ სიმდაბლითაა მისი შემეცნება შესაძლებელი,
ანუ, იმით იქნები შემუსვრილი,
რომ ღმერთს ვერ დაინახავ...“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„სარკეში ჩაიხედე ან თვალები დახუჭე და თქვი...“ - 5 მაისის პრაქტიკა შიდა ბლოკების მოსახსნელად