Digest Logo

ანიტა რაჭველიშვილი აიცრა

1631456568
ანიტა რაჭველიშვილი

7 თვის ორსული მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. მომღერალი სხვა ორსულებსაც ურჩევს, გაიკეთონ ვაქცინა.

„ჩემთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი მიზეზი ის იყო, რომ ორჯერ შემხვდა კორონავირუსი ბოლო 2 წლის განმავლობაში, შესაბამისად, 6 თვე გავიდა ბოლო ინფიცირებიდან და მეშინია, რომ კიდევ ავად გავხდები და ორგანიზმი ძალიან რთულად გადაიტანს, ან ვერ გადაიტანს.

ძალიან ბევრი ორსული შეეწირა ამ ვერაგ ვირუსს და ვურჩევდი ყველას, რომ თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა უწყობთ ხელს, აუცილებლად გაიკეთონ აცრა“, - თქვა რაჭველიშვილმა.

12 სექტემბრის მონაცემებით, სრულად ვაქცინირებულია 593 944 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 20.8%-ია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

SOS - ყველა მნიშვნელოვანი საქმე 29 სექტემბრამდე გადაწყვიტეთ, იმიტომ რომ...

რას მოიტანს სექტემბრის მეორე ნახევარში და ოქტომბერში მზე-მარსის შეერთება?! - ასტროლოგის პროგნოზი

„ჩემი კლასელი გარდაიცვალა, ბავშვობის მეგობარი“ - კეკელიძის ემოციური პოსტი