Digest Logo

„აქ ძალიან დიდ პატივს გვცემენ ქართველებს და არ უნდა ეს ყვირილი, ეს გვყავს, ის გვყავს“ - ვატო გელაშვილი

1647004564
ვატო გელაშვილი

„შეაჩერე კორუფციას” თანადამფუძნებელი ვატო გელაშვილი უკრაინიდან სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ქართველებს იქ პატივს სცემენ. ის ქართველების დამოკიდებულებას ხელისუფლების მიმართ უარყოფითად აფასებს და ამბობს, რომ ჩვენს „ჭირს“ ჩვენვე უნდა მივხედოთ.

„აქ ძალიან დიდ პატივს გვცემენ ქართველებს და არ უნდა ეს ყვირილი, პრორუსული ხელისუფლება გვყავს ეს გვყავს ის გვყავს, უკრაინას გვერდით არ უდგას და ა.შ.

აქ კაცი გავიცანი, რომლის ბატალიონი ქართველებმა 2014 წელს სიკვდილს გადაარჩინეს. თვითონ ეს დაჭრილი გამოიყვანეს და ლამის 4 მოიკეცა კაცი, რომ გაიგო ქართველი ვარ. თავის ძმისშვილის ბრიგადას გამაყოლა, ყურადღება მიაქციეო, დაავალა.

მოკლედ, ჩვენ ჭირს ჩვენვე მივხედოთ შიგნით და არ უნდა ამდენი კივილი საქვეყნოდ. თუ რამის თავი აქვს ოპოზიციას, გააკეთოს, თუ არა და წავიდნენ, ყანა თოხნონ“, - წერს ვატო გელაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

„შენ ხომ ჯანსუღის ძუ ლომი ხარ“ - თაკო ჩარკვიანს მეუღლემ სიყვარული საჯაროდ აუხსნა

უკრაინელმა ორსულმა გოგომ, რომელიც მარიუპოლის სამშობიარო სახლში ჭურვებს გადაურჩა, ქალიშვილი გააჩინა

„უკრაინაა ჩვენი მეგობარი ქვეყანა და არა რუსეთი. ძალიან მტკივა და მრცხვენია, როცა საქართველოს რუსეთის მეგობრებსა თუ თანამოაზრეთა შორის მოიხსენიებენ“ - ნინო სუხიშვილი