„8 მარტს ვულოცავ ყველა მებრძოლ ქალს, ანუ ყველა ქალს, რადგან ყველა ქალი მებრძოლია, გუშინ დაპირისპირებების ეპიცენტრში ქალთა სიმრავლეც მხოლოდ ამის დასტურია“, - ასე ეხმიანება სამოქალაქო აქტივისტი ბექა წიქარიშვილი 7 მარტის ღამეს პარლამენტის წინ გამართულ აქციას და საზოგადოებას ამ ბრძოლაში გამარჯვებას უსურვებს.
„აქ რაც ნაკლებს დაწერთ რეაქციულ პოსტებს, მერე ამ პოსტებზე რეაქციების რეაქციებზე იფიქრებთ და დღის მნიშვნელოვან ნაწილს ამ სისულელეში გალევთ, მით უკეთესს იზამთ.
გუშინდელი პროტესტი იყო მოვლენის ადეკვატური პროტესტი, მათ შორის თავისი აგრესიით და ქაოტურობით, რომელშიც მეც და უამრავი ახლობელი ვინც იქ შემხვდა და ვისთან ერთადაც საჯარო უკეთესობისთვის წლები მიბრძოლია, გამოვხატავდით აუცილებელ ბრაზს, აუცილებელს, რადგან ეს კანონი არის გილიოტინა, როგორც გეოპოლიტიკური, ისე შიდა დემოკრატიული თვალსაზრისით, რომლის ქვეშაც მხოლოდ მორჩილების თავები არ გაგორდება. იფიქრეთ და იშრომეთ იმაზე, რომ მეტად გაძლიერდეს და ორგანიზდეს წინააღმდეგობა, სხვა ამოცანა აქ და ახლა არ არსებობს.
8 მარტს ვულოცავ ყველა მებრძოლ ქალს, ანუ ყველა ქალს, რადგან ყველა ქალი მებრძოლია, გუშინ დაპირისპირებების ეპიცენტრში ქალთა სიმრავლეც მხოლოდ ამის დასტურია. გამარჯვების გაზაფხულს გისურვებთ!“ - წერს ბექა წიქარიშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: