არასამთავრობო ორგანიზაცია „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით მესხიშვილი წერს, თუ რატომ არის საქართველოს ევროპული მომავალი უალტერნატივო. მესხიშვილს საგზაო უსაფრთხოების დარგში მაგალითად ევროპაში ავტოსაგზაო ფაქტები მოჰყავს.
„ძალიან მარტივ ენაზე, უადვილესი არჩევანი მხოლოდ ერთ დარგში: საქართველოს გზებზე დაღუპულთა რაოდენობა 4-ჯერ აღემატება საშუალო ევროპულ მაჩვენებელს და 6-ჯერ საუკეთესოს! ყოველწლიურად 450 დაღუპული და 7000-ზე მეტი დასახიჩრებული. მათ შორისაა უამრავი ბავშვი და მომავალწართმეული ახალგაზრდა. ამ საშინელი სტატისტიკით საქართველო რუსეთთან და სომხეთთან ერთად იყოფს პირველ-მეორე ადგილს ევროპაში. კატასტროფაა!
რა ხდება ევროპაში ამ დროს? ევროკავშირმა 2020 წელს ჯერ გაანახევრა დაღუპულებისა და დაშავებულების რაოდენობა, ხოლო 2050 წლისთვის მიზნად დაისახა „Zero Vision“ ანუ არცერთი დაღუპული გზებზე! თუმცა საოცარია, რომ ევროკავშირის რამდენიმე წევრმა სახელმწიფომ (ქალაქებმა) ეგ შედეგი უკვე დადო!
ჰოდა, მარტივად ასარჩევია ჩვენი გზა! ან ვაგრძელებთ რუსეთთან ერთად ჭაობში ყოფნას და ახალგაზრდების ხოცვას გზებზე (5000-ზე მეტი დაღუპული ბოლო 10 წლის განმავლობაში) ან ვირჩევთ ევროკავშირს, ვნერგავთ უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებს და არცერთი ადამიანი აღარ დაიღუპება საგზაო შემთხვევებში“, - წერს დავით მესხიშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: