„ხელისუფლება თუ დათვივით თითის ლოკვას გააგრძელებს გამოზამთრებულზეც, მიიღებს ზუსტად იმ შედეგს რაც მიიღო მისმა ორმა წინამორბედმა“, - ამის შესახებ ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა მიქაძე-ჩიკვაიძე სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს, რომ ის მიმდინარე პროცესებს აქტიურად გააპროტესტებს.
„ამის დაწერა დიდი ხანია მინდა და აგერ სიტუაცია თავისით ამწიფებს სათქმელს ... პროტესტი არის ყველაზე საღი გამოვლინება პიროვნების, ინდივიდის გნებავთ ჯგუფის ... პარტიის, პოლიტიკური სუბიექტის პროტესტი რომ არ ყოფილიყო 2003-ში, ახლაც შევარდნაძის პოლიტიკური მემკვიდრეების მმართველობა იქნებოდა... პროტესტი რომ არ ყოფილიყო 2012-ში. ახლაც გვამების ძიებაში იქნებოდა მერაბიშვილის კლანი. პროტესტი სრულიად გასაგებია დღეს.
ხელისუფლება თუ დათვივით თითის ლოკვას გააგრძელებს გამოზამთრებულზეც, მიიღებს ზუსტად იმ შედეგს რაც მიიღო მისმა ორმა წინამორბედმა. კანონპროექტი, რომელიც შემოაგდო ხ ძ _მ სრულიად უადგილოა.
ვითომ, ვითომ რისთვისაც შემოაგდო თითქმის ყველა პუნქტს არეგულირებს უამრავი იდენტური შინაარსის კანონი კანონქვემდებარე აქტი და ბრძანებულებები...
თავიდანვე ვამბობდი რომ ეს ტესტია
და რასაც და(თ)ესტავთ იმას მოიმკით.
აქციაზე ვიყავი გუშინ ... მივალ დღესაც და ვივლი მანამ, სანამ ამ უბადრუკ ტესტდრაივ მამაძაღლობას გაიწვევთ უკან...
ახლა დალაგდით და მშალეთ და მბლოკეთ პოლიტიკური გემოვნების მიხედვით...
ადიოს“, - წერს ანა მიქაძე ჩიკვაიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: