Digest Logo

🎥 „აქციის მონაწილეთა ნაწილი ხართ ჩვეულებრივი ფაშისტები და მოძალადეები, არ გაგაჩნიათ არანაირი კულტურა, ეთიკა და ვაჟკაცობა“ - ლუკა ხვედელიანი

1734095464
ლუკა ხვედელიანი

საქართველოს 9 გზის ჩემპიონი კარატეში, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი სტილობრივ კარატეში ლუკა ხვედელიანი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს და საზოგადოების იმ ნაწილს მიმართავს, ვინც რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციებზე დგას.

„პირდაპირ გეტყვით, აქციის მონაწილეთა ნაწილი ხართ ჩვეულებრივი ფაშისტები და მოძალადეები. რეალურად არ გაგაჩნიათ არანაირი კულტურა, ეთიკა და ვაჟკაცობა, ქალებს კი ღირსება. 

წარმომიდგენია ასეთ ხალხს ძალაუფლება რომ მისცეს საქართველოს ხალხმა, რას ჩაიდენენ და როგორ იძალადებენ საზოგადოებაზე, მათზე ვინც თავიანთ აზრს არ იზიარებდა და სხვანაირი შეხედულება გააჩნდა. 

შეიძლება მთავრობა არ მოგწონდეს, ჰქონდეს შეცდომები, არ იყოს იდეალური, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი შედარებითია. უნდა გავაკეთოთ არჩევანი, შევადაროთ ერთმანეთს ის ხალხი და ლიდერები, ვინც იქ დგას და ჩვენი დღევანდელი სახელმწიფო. 

ჩემი მთელი ცხოვრება ვცდილობ, ვიცხოვრო ჯანსაღად, ვაჟკაცურად, როგორც მასწავლეს და გამზარდეს. თქვენ აჯერებთ ახალგაზრდებს, რომ თურმე დღეს საქართველო არის რუსეთის მონა, თურმე პოლიციელები არიან რუსეთის მონები და ამ პროპაგანდას ეწევით ახალგაზრდებში, განაწყობთ ისევ ქართველის წინააღმდეგ.

ახალგაზრდებს მინდა მივმართო, არასდროს დაივიწყოთ ქართველობა, თქვენი ტრადიციები, ღირებულებები და იქნება რუსეთი თუ მთლიანად ევროკავშირი არასდროს, არავის მონა არ უნდა ვიყოთ“, - ამბობს ლუკა ხვედელიანი.

 

@lukakhvedeliani ბოლომდე მოუსმინეთ რომ აზრი მთლიანად გაიგოთ 🙌✊️ #fyp #foryou #საქართველო #პოლიტიკა #აქცია #georgia #ფორიუ ♬ Powerful songs like action movie music - Tansa

ასევე დაგაინტერესებთ:

„მისი ერთგულება, სიყვარული, თავდადება ყოველთვის სამაგალითოა საქართველოს და დედა ეკლესიის მიმართ!“ - ზურა ხაჩიძის მხარდაჭერა შალვა კეკელიას

🎥 „გუშინდელ დღესავით მახსოვს, როგორ გვიწოდა სულელები იმ ხალხს, ვინც მშვიდობიან პროტესტს გამოვხატავდით მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ“ - სოცქსელის მომხმარებელი

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთათვისაც 2024 წლის დეკემბრის ბოლო ფინანსურად განსაკუთრებით წარმატებული იქნება