Digest Logo

„აქვს თუ არა აზრი ბრძოლას, თუ დამარცხებისთვის ხარ განწირული“ - როგორ გამოეხმაურა საზოგადოება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას

1657009903
გეგუჩაძე, გორგილაძე და ლორთქიფანიძე

ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ერთ-ერთ ვარიანტს, სადაც აბიტურიენტს უნდა ემსჯელა თემაზე „აქვს თუ არა აზრი ბრძოლას, თუ დამარცხებისთვის ხარ განწირული“, საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

კურსდამთავრებულების დიდმა ნაწილმა აღნიშნული თემა  რუსეთ-უკრაინის ომს დაუკავშირა. სამოქალაქო-პოლიტიკური მოძრაობის წევრებმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გააკრიტიკა, რადგან მათი თქმით, ეს თემა დღევანდელ ქართულ პოლიტიკურ კურსს უკავშირდება. 

საზოგადოების მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული თემა პოლიტიკას არ უკავშირდება და აბიტურიენტებს ნიკო ლორთქიფანიძის ტექსტის „ამაყი” მიხედვით უნდა ემსჯელათ.

„ისე, სამართლიანობისთვისაა სათქმელი, რომ ტყუილად შესდექით საგამოცდო თემას.

ნიკო ლორთქიფანიძის ტექსტის მიხედვით იყო დასაწერი. „ამაყი” ჰქვია მაგ ტექსტს და ამბავიც სწორედ ეგაა, რომ ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს.

რა დღეში გვაქვს ნერვები, ხედავთ?”, – წერს დათო გორგილაძე.

ტელეწამყვანისა და მწერლის დათო გორგილაძის მსგავსად ფიქრობს ინტელექტუალურ კლუბ „რა? სად? როდის?“ წევრი, მწერალი და ტელეწამყვანი სანდრო ლორთქიფანიძეც.

მისი თქმით, თემის მთავარი კონტექსტი სწორედ „ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი" გახლავთ.

„ფასები კატასტროფულად გაიზარდა, ცხოვრების დონემ კი პირიქით, იკლო. საგამოცდო საკითხში კითხვა ნიკო ლორთქიფანიძის „ამაყის" მიხედვით იყო განსახილველი და სინამდვილეში კონტექსტი სწორედ „ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი" გახლავთ.

შოთა დიღმელაშვილს და „სირცხვილიას" ბევრი „არასპრავედლივი“ ხელი ხვდება, კრიტიკა მოსულა, ბელადომანია არ მოსულა.

კოვიდის შემთხვევებმა საგრძნობლად იმატა, დავბუსტერდეთ და გავფრთხილდეთ.

ფეისბუკი იმდენად ტოქსიკური სივრცე გახდა, სტატუსების წერის არანაირი ხალისი აღარ მაქვს და ასე ერთად იყოს, მოკლედ და აჯაფსანდლად. ან არც ეს იყოს, წაშალე შჩმ.

ან იყოს, რავი. ტვიტერზე გადადი. მეზარება. კაი“, - წერს ალექსანდრე ლორთქიფანიძე.

აღნიშნული თემა განიხილა საკუთარ გვერდზე სამოქალაქო აქტივისტმა მარიამ გეგუჩაძემ, რომელიც მიიჩნევს, რომ ეს თემა ქართულ პოლიტიკას უკავშირდება.

ქართული ენისა და ლიტერატურის პირველ სესიაზე დასაწერი ერთ-ერთი თემა იყო: ,,აქვს თუ არა აზრი ბრძოლას, თუ დამარცხებისთვის ხარ განწირული”.  ,,აბა, ომი გინდათ?" შემქმნელებისგან“, - წერს მარიამ გეგუჩაძე.

საზოგადოების დიდი გამოხმაურების შემდეგ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრს აღნიშნულ თემაზე განცხადების გაკეთებაც დასჭირდა. როგორც ცნობილი გახდა, გამოცდაზე აბიტურიენტებს უნდა დაეწერათ ესსე „აქვს თუ არა აზრი ბრძოლას, თუ დამარცხებისთვის ხარ განწირული“ აღნიშნული ინფორმაცია ტყუილი აღმოჩნდა. 

ამ ტექსტს მოჰყვებოდა 10 კითხვა არჩევითი პასუხებით. ამის შემდეგ მოცემული იყო მითითება ტექსტის ანალიზისთვის, რასაც ასეთი შინაარსი ჰქონდა: „აქვს თუ არა აზრი ბრძოლას, თუ დამარცხებისთვის ხარ განწირული.“

სამწუხაროდ, ზოგიერთი მედიასაშუალებისგან აღნიშნულ საკითხს მოჰყვა არასწორი ინტერპრეტაციები და გავრცელდა კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზა, რამაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანა გამოიწვია.

ვინაიდან, დღეს დაიწყო გამოცდები და რეგისტრირებულია 90 000-ზე მეტი გამოსაცდელი, მათივე ინტერესებიდან გამომდინარე, დაუშვებლად მიგვაჩნია საკითხის პოლიტიზება, რადგან მსგავსი ტიპის ინფორმაციებმა შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს აპლიკანტებზე.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ცდილობენ გამოცდების პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებას, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. თითოეული ჩვენგანის ვალია მივცეთ აბიტურიენტებს ცოდნის მაქსიმალურად გამოვლენის შესაძლებლობა.

აქედან გამომდინარე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გთხოვთ ტესტის გამოქვეყნებამდე თავი შეიკავოთ მისი არაკორექტული შეფასებებისგან. მანამდე კი, დაინტერესებულ საზოგადოებას თავად შეუძლია გაეცნოს ნიკო ლორთქიფანიძის ნაწარმოებს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუარესებულია, რაც დაკავშირებულია ომიკრონის ქვეშტამებთან BA 4-თან და BA 5-თან“ - ალექსანდრე გოგინავა

🔵„გუშინდელი გადაცემის მერე ეს შეტყობინება მოვიდა ინბოქსიში: ია, ვუყურე შენს გადაცემას. არ დაგიმალავ, ცოტა დაძაბული ვიყავი... “ - რას წერს ია ფარულავა

🎥 ნინო ჩხეიძე „რუსთავი 2-ში“ ხალათით და ჩუსტებით მივიდა - ნახეთ, რა რეაქცია ჰქონდა ავთანდილ ცქვიტინიძეს