ტრენერი, პროგრამის „რეთრითი“ ხელმძღვანელი, ადამიანი, რომელიც საზოგადოებას სულიერ ტრანსფორმაციაში ეხმარება, ლევან მათითაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო პოსტს აქვეყნებს.
იგი ეთანხმება მოსაზრებას, რომ ფსიქიკურად სრულიად ჯანმრთელი ადამიანები არ არსებობენ და ამის მიზეზს ასახელებს:
„ამბობენ, რომ არ არსებობენ ფსიქიკურად სრულიად ჯანმრთელი ადამიანებიო.
ვ ე თ ა ნ ხ მ ე ბ ი !
ფსიქიატრიაში არსებობს ორი მიმართულება: დიდი ფსიქიატრია და მცირე ფსიქიატრია.
დიდი ფსიქიატრია არის, რა დროსაც ისმება დიაგნოზები და მედიკამენტებით მკურნალობენ, როგორიც არის ბიპოლარული აშლილობა, შიზოფრენია და ა.შ.
მცირე ფსიქიატრია მკურნალობს ნევროლოგიურ დარღვევებს, როგორიც არის ფსიქოსომატური დარღვევები, შფოთვითი აშლილობები იგივე ნევროზები, უძილობა, გადაჭარბებული კონტროლი, თავის ტკივილები, პანიკური შეტევები და ა.შ.
დღევანდელ საზოგადოებაში ჩვენ გვხვდება ძირითადად ორი ფსიქოტიპი მცირე ფსიქიატრიიდან, ეს არის ნევროტიკი და ფსიქოტიკი.
ნევროტიკი არის ის, რომელიც საკუთარ თავში იტანჯება და ვერ ითხოვს დახმარებას, შიშები აქვს და არ იცის დახმარების თხოვნა როგორ ხდება.
ხოლო, ფსიქოტიკი არის ის, რომელიც გარემოს ერჩის, საკუთარი თავი ყოველთვის მართალი ჰგონია და ცდილობს მანიპულაციის გზით საკუთარი სურვილების გარემოდან დაკმაყოფილებას.
ყველასგან ითხოვს დათანხმებას და თავზე ხელის გადასმას, წინააღმდეგ შემთხვევაში ერჩის მათ. ისევ ვიმეორებ ნუ ეძებთ სრულიად ჯანმრთელ ფსიქოლოგიურ ტიპს საკუთარ თავში.
იმუშავეთ საკუთარ თავზე, სხვას ვერ შეცვლით, ყველას თავისი გზა აქვს და საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას“, - წერს ლევან მათითაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მადლობელი ვარ იმ ღამის, როცა ჩემი სიცოცხლის საკითხი გადაწყდა“ - რას ჰყვება მიშა ანდღულაძე
⭕„ძალიან ლამაზია, ჰგავხართ ერთმანეთს...“ - ბაბი კირკიტაძე დედასთან ერთად გამოჩნდა