გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკზე“ ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე რჩევებს უზიარებს.
ამჯერად იგი ფსიქოლინგვისტიკაზე საუბრობს და ამბობს, რომ ადამიანის შესაძლებლობები განუზომელია:
„ფსიქოლინგვისტიკა, ანუ ენის და მენტალური პროცესების ურთიერთკავშირი და გავლენა ძალიან დიდი ძალა შეიძლება ჰქონდეს პატარა სიტყვას „ჯერ“ თავად მოისმინეთ, რამხელა განსხვავებაა ამ წინადადებებს შორის:
◾️მე ინგლისური არ ვიცი
▫️მე ინგლისური ჯერ არ ვიცი.
◾️არ გამოუვიდა
▫️ჯერ არ გამოუვიდა
◾️შეყვარებული არ მყავს
▫️შეყვარებული ჯერ არ მყავს.
◾️ეს არ შემიძლია
▫️ეს ჯერ არ შემიძლია
არ გამოუტანოთ საკუთარ თავს განაჩენები, მით უმეტეს ნაადრევად და უსამართლოდ. ტვინი ისმენს და რეაგირებს სიტყვებზე! ენის გაგებას თავისი სპეციალური „ტერიტორიაც” კი აქვს, ე.წ. ვერნიკეს არეალი საკუთარი თავის მიმართ პირველ რიგში გევალებათ:
☑️მზრუნველობა
☑️ოპტიმიზმი
☑️სიყვარული
☑️დანდობა ეს პატარა „ჯერ“ კი ყველაფერს შესაძლებელს ტოვებს.
ადამიანის შესაძლებლობები კი განუზომელია. ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს და გახსნილ გონებას გისურვებთ!“, - წერს ლევან შელეგია.
ასევე დაგაინტერესებთ: