ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემებს მიმოიხილავს.
ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც საქართველოს ისტორიიდან მნიშვნელოვან ფაქტებს იხსენებს და ამით იუნკერთა ხსოვნის დღეს ეხმაურება:
„ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეებია და მსურს დავწერო ის, რაც საქართველოს ისტორიიდან ძალიან ბევრმა არ იცის.
ბუნებრივია, მე ყველა ქართველ მებრძოლს, ვინც ჩვენი მიწისთვის სისხლი დაუღვრია მუდამ პატიცისცემით მოვიხსენიებ და არიან ის უცნობი გმირებიც, რომლებსაც, სამწუხაროდ, დღევანდელობა არ იხსენიებს და მოდი მათ ამბავსაც შევეხოთ:
იმ გასული საუკუნის ავბედით ათიან და ოციან წლებში მრავალი რამ შეემთხვა საქართველოს. ტრაგედია მაინც დამოუკიდებლობის დაკარგვა იყო ყველაფერთან ერთად.
გარდა იმისა, რომ რუსეთში სასტიკად ნაწამები მირონცხებული მეფე ოჯახითურთ დევნეს და ბოლო მოუღეს, გამეფდნენ მანდ უღმერთო ათეისტი კომუნისტები … კავკასიის საკითხიც დადგა.
საქართველოში ოდითგანვე თვალი ეჭირა სამხრეთის კალთებზე თურქეთს. სამცხეში დაბადებული ,,სერვერ ბეგ ჯაყელი”, ათაბაგთა შთამომავალი პირველი მსოფლიო ომის წლებში აქ დაბრუნდა, 1918 წელს ახალციხეში მუსლიმთა ეროვნული საბჭოს ჩამოყალიბებით მისი მთავარი ლიდერი გახდა.
ერთი წლის შემდეგ საქართველოს არმიამ გენერალი გიორგი კვინიტაძის მეთაურობით დაუნდობელ ომში ,,ოსმან-სერვერ ბეგ ათაბაგი ჯაყელი” დაამარცხა, ხოლო ამ უკანასკნელმა თურქეთში გაქცევით უშველა თავს დებთან და დედასთან ერთად.
მომდევნო წლებში გაწითლებულმა რუსეთმა ,,ლენინის” ხელმძღვანელობით და ქემალისტურმა თურქეთმა მრავალგზის სცადეს მოლაპარაკება. მალე ბათუმის ჯერიც მოვიდა:
1921 წლის ადრიან გაზაფხულზე რამდენიმე დღის მანძილზე გამართულ ომში დიდმა გენერალმა გიორგი მაზნიაშვილმა პირწმინდად გაანადგურა თურქები და ამ მარცხით ბათუმიც გადაურჩა მუსტაფა ქემალის ხელში ჩაგდებას.
მართალია ეს ომები, რამდენიმე დღის შემდეგ იყო მომხდარი, მაგრამ არც თებერვალში და არც მარტში, იქ დაღუპულ ქართველ მეომრებს არ იხსენიებენ და არც მოღალატე სამცხის ათაბაგები ახსოვთ.
კიდევ უფრო დიდი გულისტკივილია ის, რომ პროფესიით ისტორიკოსები დუმან აწმყოსა და წარსულზე.
მაგრამ რას ვიზამთ, ცალკე საგნად ისტორიას არავინ ასწავლის და დღეს რომ ხალხმა ეს არ იცის, ამ ყოვლად დეგრადირებულ დროში მე ნამდვილად არ მიკვირს.
ხსოვნა იყოს ყველა ქართველი მეომრის! უფალმა გაანათლოს ყველა თავდადებულის სული! ვინც შეებრძოლა ყველა მტერს! ამინ!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
ასევე დაგაინტერესებთ: