
მსახიობ ლევან ჯიბღაშვილის დედა, ნონა ჯიბღაშვილი, სიბერესთან ბრძოლის საკუთარ მეთოდებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
ჯიბღაშვილი ადამიანებს 15 კონკრეტულ რჩევას აძლევს და აცხადებს, რომ სილამაზისა და ახალგაზრდობის მთავარი წესი ამ პუნქტების დაცვაა.
„დღეს ერთმა ჩემმა ახლობელმა, მთელი სერიოზულობით მითხრა! ნონიკო, შენ უეჭველი საიდუმლო იცი, რაღაც ისეთი, სიბერის საწინააღმდეგოდ რომ მოქმედებს და კარგ მაღარიჩს ვკისრულობ, იქნებ გაგვიმხილოოო?!
არ მინდა მაღარიჩი გეთაყვა! სრულიად უსასყიდლოდ გიზიარებთ!!!! როგორ დავრჩეთ ახალგაზრდა, და გამოვიყურებოდეთ ლამაზად!
აბერებს და ანგრევს ადამიანს, სულიან ხორციანად:
1. ნეგატივი
2. სიძულვილი
3. უარყოფითი ფიქრები
4. ბოღმა
5. ტყუილი
6. ღალატი
7. ეგოიზმი
8. სიზარმაცე
9.შიში და უიმედობა
10. გულგრილობა
11. ამპარტავნება
12. შური
13. დახურული გული
14. არასწორი კვება
15. ღმერთთან სიშორე
ახალისებს, სულს ულამაზებს და ახალგაზრდობას უნარჩუნებს ადამიანს:
1. პოზიტივი
2. სიყვარული
3. რწმენა და იმედი
4. ღმერთთან სიახლოვე
5. დადებითი ემოციები
6. სიკეთე
7. მართალი სიტყვა!
8. ერთგულება
9. შრომა
10. მოქმედება
11. სილაღე
12. ზრუნვა,
13.სიხარული
14. სასიამოვნო ურთიერთობები
15. ჯანსაღი კვება
აი სულ ესაა!!!“ - წერს ნონა ჯიბღაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵გამოცდების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს
🔵„მინდა ისეთი კაცური კაცი გავზარდო, როგორიც მამიკოს უნდოდა“ - ნინო ბერიძის ემოციური მილოცვა შვილს