Digest Logo

„უახლოეს დღეებში ვითარება ისევ რადიკალურად შეიცვლება სიცხისკენ, დასავლეთ საქართველოში +32 გრადუსამდე“ - ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძისგან

1747214646
კობა ფარტენაძე

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზზე წერს.

მისი თქმით, 7 მაისს - სანაპირო ზოლსა და დასავლეთ საქართველოში +32 გრადუსამდე, აღმოსავლეთის ბარში კი +27 გრადუსამდე მოიმატებს მაქსიმალური ტემპერატურა:

„სიცივიდან-სიცხეში, სიცხიდან-სიცივეში, ასეთია ბოლო რამდენიმე კვირის სტატისტიკა.

ამჟამად ისევ ცივი პერიოდი გვაქვს, ხშირად ისმის სახუმარო ფრაზა „ოღონდ არ გათოვდებოდეს და რას დავეძებთო“ და მართალიცაა, საგრძნობლად დაეცა ტემპერატურა.

თუმცა უახლოეს დღეებში ვითარება ისევ რადიკალურად შეიცვლება სიცხისკენ, მთელს ქვეყანაში 16 და 17 მაისს მზიანი ამინდია მოსალოდნელი, განსაკუთრებით დაცხება 17 მაისს - სანაპირო ზოლსა და დასავლეთ საქართველოში +32 გრადუსამდე, აღმოსავლეთის ბარში კი +27 გრადუსამდე მოიმატებს მაქსიმალური ტემპერატურა.

ეს იქნება ხანგრძლივი გარღვევა თუ უბრალოდ წვიმებისგან თავის დაღწევა? ამ ყველაფერზე შემდეგ განახლებებში მოგაწვდით ინფორმაციას“, - წერს კობა ფარტენაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ორის თავი ჩანდა, ერთი წყალმა წაიღო... სკოლის ამხანაგები არიან“ - რას ჰყვებიან თვითმხილველები მტკვარში გადავარდნის შემთხვევაზე

🎥 როგორ მოიქცეთ ექიმთან მისვლამდე თუ გაზების ჭარბად დაგროვება გაწუხებთ - გასტროენტეროლოგ ჯაბა ზარქუას რეკომენდაციები

„მომავალი მოდელი“ - ანუკი ქორქია შვილის უსაყვარლეს ფოტოებს აქვეყნებს