13 ოქტომბერს ვაკის პარკში უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა. მოზარდებს, რომლებიც პარკში თამაშობდნენ, ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად ჩასულებს კი დენმა დაარტყათ, რასაც 13 წლის მარიტა მეფარიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში დათი ქოქრაშვილის მამა გამოეხმაურა და ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.
„არ ვიცი რა დავწერო, რა ვთქვა, დაგლეჯილი მაქვს გული. ვუსამძიმრებ ანგელოზის ოჯახს“, - წერს ირაკლი ქოქრაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ👇