„არაა საჭირო მარილის, შაქრის და სხვა საქონლის მომარაგება, აჟიოტაჟი მოთხოვნა წარმოშობს საქონლის დეფიციტს“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„არაა საჭირო მარილის, შაქრის და სხვა საქონლის მომარაგება. საბაზრო ეკონომიკამ დეფიციტი არ იცის და ნუ ავყვებით აჟიოტაჟს.
თუ გახსოვთ, პანდემიის დაწყებისას რომ ეზიდებოდა ხალხი საქონელს, მაშინაც იგივე დავწერე. დეფიციტი რომ არ შექმნილა, ეს გამოჩნდა მერე. თუ საქონლის დაგროვება ფასის გამო ხდება (არა მგონია მარილის შეძენის მიზანი მისი იაფად ყიდვა იყოს), ეს სხვა საკითხია და ყველა თავისი გუმანით და ბიუჯეტით წყვეტს, უღირს თუ არა ახლა ფულის დახარჯვა.
აჟიოტაჟირი მოთხოვნა წარმოშობს საქონლის დეფიციტს, ხოლო ის რაც იშვიათია, ძვირდება. რაც ახლა ხდება, ეს ფასების ზრდას აუცილებლად გამოიწვევს იმაზე მეტად, ვიდრე ეს სხვა გარემოებათა გამო შეიძლება მომხდარიყო“, - წერს რომან გოცირიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ძალიან მალე პროდუქტი ისე გაძვირდება, შიმშილი დაისადგურებს…“ - პეტრე კოლხი
🔵„ასე იციან სტუმრად მოსულმა რუსებმა...“- რას წერს ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი