ჟურნალისტი, ტელეწამყვანი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა, სოციალურ ქსელში ჯგუფ „მგზავრების“ გადაწყვეტილებას ზღვის უბნის პარკის გახსნასთან დაკავშირებით დაგეგმილი კონცერტის გაუქმების შესახებ ეხმაურება.
მოროშკინა „მგზავრებს“ იმ კონცერტებს ახსენებს, რომელიც რუსეთში ჰქონდათ არაერთი წლის განმავლობაში ჩატარებული და ქართველ ხალხს კი სამშობლოში გაუუქმეს.
„ჩელიაბინსკში რაღა გინდოდათ, თქვე მართლა ხამებო? იქ რამ მიგაცემინათ კონცერტები, თუ რუბლები არ ყარს?
- А у нас сегодня Мгзавреби поют, но очень дорого блин просят..
ტვინი წამჭამეს რუსეთიდან!!!!!
მოსკოვი, ჩელიაბინსკი, სოჭი, ეკატერინბურგი, პერერბურგი.... ჯგუფი, რომელიც მონაწილეობას იღებდა რუსეთის პრესტიჟულ, მუსიკალურ ფესტივალებზე „Нашествие“-დან დაწყებული „МИР Сибири“-თ დამთავრებული.
ყელყელობდა „НАШЕ радио“-ს ხიტებში ყოფნით,
მოსწონდათ "Чертова дюжинаши" პოზირება,
რასაც მოყვა ცნობილი, რუსული ფესტივალი „Дикая мята“.
არაერთი მდიდარი რუსის კორპორატიულ წვეულებაზე, „ლაფატკით“, ფულის ხვეტაზე და ზოგადად „მგზავრების“ Зверский аппетит к деньгам , მთელი მოსკოვი ლაპარაკობდა! მაშინ არ ახსოვდათ ევროპა?
როცა დათანხმდნენ პარკის გახსნაზე სიმღერას არც მაშინ?
რა იყო, არჩევნების წინ დემარში მოგინდათ ბიჭებო?
აი, ძალიან ტეხავს!!!!
ისე, ვანო მერაბიშვილის გაპიარებული ჯგუფისგან არ მიკვირს...
დაგილპათ ალუბლები...
P.S. ამ აფიშებს და „გუგლს“ რას უშვებით?“,- წერს ლალი მოროშკინა.
მანამდე ჯგუფმა „მგზავრებმა“ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა:
„მივმართავთ ჩვენს გულშემატკივარს, გავრცელებული ინფორმაცია კონცერტთან დაკავშირებით არის გაუქმებული. საქართველოს მომავალი ევროპაშია“.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: