Digest Logo

🎥 „არაერთხელ იძალადა და მანიაკალური თვისებები გამოავლინა...ცოტა ხანი უშველა თავს, მაგრამ მერე დაიწყო იმაზე ლაპარაკი, რომ მიყვარს და მიყვარსო“ - რას ჰყვება ინდირა ჯგერნაია კესარია აბრამიძეზე და მის მკვლელობაში ბრალდებულზე?

1726757968
ინდირა ჯგერნაია

მომღერალი, ინდირა ჯგერნაია სოციალურ ქსელში ტრანსგენდერი ქალის, მსახიობისა და მოდელის, კესარია აბრამიძის სასტიკ მკვლელობას ეხმაურება.

როგორც ჯგერნაია ჰყვება კესარია აბრამიძე მისი უახლოესი მეგობარი იყო და ბევრი რამე იცოდა მის პირად ცხოვრებაზე. მომღერალმა აღნიშნა ისიც, რომ ჯაიანი აბრამიძეს ავიწროებდა და მასზე ძალადობდა.

„დიახ, კესარია აბრამიძე იყო ჩემი მეგობარი, უსაყვარლესი უპოზიტიურესი და უმეგობრულესი. კესოზე რომ დაიდო ამბავი მოკლესო, გუშინ საღამო მქონდა და ვთქვი, რომ ტყუილი იქნებოდა, რადგან ჩვენს ერთ მომღერალ მეგობარზე დაწერეს მსგავსი ამბავი. თუმცა მერე ვთქვი, რომ დავურეკავ-თქო და გარეთ გავედი, დაახლოებით საღამოს 10 საათი იქნებოდა, თუმცა არ მიპასუხა. თურმე უკვე აღარ იყო.

ბოლოო პერიოდში მე და კესოს ხშირად გვქონდა საუბრები იმაზე, რომ შეიძლებოდა თუ არა ამ ბიჭის ნდობა, რომელმაც არა ერთხელ იძალადა და არა ერთხელ ეს მანიაკალური თვისებები გამოავლინა. პირუტყვი იყო. როცა რაღაცაზე ვურეკავდი ელემენტარულზე, მომწერდა - „ჩიტო ბექა არის აქ და მერე დაგელაპარაკები“.  სხვა თემებზე ვერ მელაპარაკებოდა იმდენად ჩაკეტილი ჰყავდა ეს გოგო. ცოტა ხანი უშველა თავს, მაგრამ მერე დაიწყო იმაზე ლაპარაკი, რომ მიყვარს და მიყვარსო, წერაზე იყო. სულ ვეუბნებოდი, რომ - ადამიანი ერთხელ რომ დაგარტყამს ის სულ დაგარტყამს კესო არ გინდა. მეუბნებოდა, რომ შეიცვალა და ძალიან უყვარდა იმ ბიჭსაც. თუმცა რთული არ დასაჯერებელი იყო ეგეც, იმიტომ რომ ხშირად იყო კესოსთან. მე ვიდეოც კი მინახავს ჭურჭელს როგორ რეცხავდა იმ სამზარეულოში, სადაც კესო გამოასალმა სიცოცხლეს. მე მაქვს ეს ვიდეო და აუცილებლად დავდებ. კესოც გამართლებას უძებნიდა, რომ - მარტივი არ არის, რომ კესარიას ქმრობა უნდაო.

კესოს ვინც ვიცნობდით, კაცად ვერ აღვიქვამდით. ჩემზე ნაზი იყო გჯერათ? და ჩემზე ბევრად მშიშარა იყო. ქუთაისში მართვის მოწმობის ასაღებად რომ ჩამოვიდა დამირეკა - ჯგერე წამყევი იქ ვინმე რამეს ჰო არ მეტყვის მეშინიაო. 

სინამდვილეში ასეთი ძლიერი არ იყო როგორიც ჩანდა“, - ჰყვება ინდირა ჯგერნაია.

ცნობისთვის, 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცველებმა 26 წლის ბექა ჯაიანი დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„ბექა ჯაიანს ოფიციალურად ჩვენება არ მიუცია, დუმილის უფლებით სარგებლობს...“ - ბრალდებულის ადვოკატი

🎥 ვინ უნდა შეიკავოს თავი ფინანსების გაცემისგან და ზოდიაქოს რომელ ნიშანს მოუტანს ძირეულ ცვლილებებს დღევანდელი დღე? - ნინა სუსლოვა

⭕ „დედამ ჩამაბარა და მითხრა – ჩემს თბილ გოგოს თქვენ გაბარებთ, ვიცი არავის დააჩაგვრინებთ, უცებ გახდა მთელი კოლექტივის ლიდერი… ყველა ტკივილზე თუ სიხარულზე მე მირეკავდა, დედიკოს მეძახდა“ – კესარია აბრამიძის მეგობარი