მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე, სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად უზიარებს ქვეყანაში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით პროგნოზს.
ამჯერად იგი ნაადრევად მოსულ გაზაფხულზე საუბრობს და ამბობს, რომ ამაში უჩვეულო არაფერია:
„ნაადრევი გაზაფხული საქართველოში და უკან დახეული ზამთარი.
არაფერია უჩვეულო - ჩვენს კლიმატს ახასიათებს მსგავსი დათბობის პერიოდები, სწორედ ამ სიტუაციაში ვართ ახლა და უახლოეს დღეებშიც შენარჩუნდება თბილი ამინდი.
დღეს დასავლეთში +24, +26, აღმოსავლეთში +17, +19 გრადუსი იქნება.
17-18 თებერვალს - ასევე მოსალოდნელია თბილი ტემპერატურული ფონი, 19-ში აცივდება და გაავდრდება ხანმოკლე პერიოდით, საბოლოოდ თებერვლის მეორე ნახევარი ძირითადად სასიამოვნო იქნება.
როგორც ბუნება იღვიძებს, ისე გაიღვიძოს თქვენს გულებში სინათლემ და იმედმა“, - წერს კობა ფარტენაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„კარგი დასვენება ჩემო ლამაზო“ - ნუცა ბუზალაძის მოგზაურობა ბრაზილიაში გრძელდება
🎥 გვისმენენ თუ არ გვისმენენ? - რას ამბობს ციფრული მარკეტერი, ირაკლი ქართველიშვილი