Digest Logo

„არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღე უმტკიცებენ ღმერთს, რომ არ უნდა დაბადებულიყვნენ“ - გია მურღულია

1679154440
გია მურღულია 12 წლის გოგოზე

დიდ დიღომში 12 წლის გოგოს გარდაცვალების რეალური მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია.

👉„რა მაკარონი და რა ჩიფსი! ბავშვზე იყო ძალადობის მცდელობა! შიშის ნიადაგზე, დაემართა პირღებინება... ეს დედის ვერსიაა...“ - კესარია აბრამიძე

გარდაცვლილი გოგოს ოჯახი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს სამედიცინო დასკვნას ელოდება.

ამ ამბავს სოციალურ ქსელში ფილოლოგიის დოქტორი - გია მურღულია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ამბავი ქვეყნის ტრაგედიაა.

„ამქვეყნად არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღე უმტკიცებენ ღმერთს, რომ არ უნდა დაბადებულიყვნენ.

ჩვეულებრივ, ასეთ განმარტებებს არ ვაკეთებ, მაგრამ რაკიღა აქ ზოგიერთებმა ვერ გაიგეს ამ პოსტის კონტექსტი, ვიტყვი: მისი დაწერა განაპირობა იმ საშინელმა დანაშაულმა, რომლის შესახებაც ჩვენ ყველამ შევიტყვეთ - 12 წლის გოგონას ძალადობრივმა გარდაცვალებამ. რა თქმა უნდა, ეს ყველა ნორმალური ადამიანისთვის ნამდვილი ტრაგედია იყო და არის. უკაცრავად, თუ პოსტმა ზედმეტად ემოციური შთაბეჭდილება დატოვა. და ერთიც: არა მგონია, ვინმეს ღირსებას მატებდეს ის ღვარძლიანი და აგრესიული ფრაზები, რომლებითაც ზოგიერთებმა ავტორი შეამკეს - არ ვარგა, როდესაც საკუთარ ინტერპრეტაციათა ტყვეობაში მყოფი ვინმეს დაუმსახურებელ შეურაცხყოფას აყენებ. თუმცა დღეს ეს საქართველოში, სამწუხაროდ, აღარავის უკვირს. ჰუმანიზმსა და კეთილშობილებაზე მაინცდამაინც ის არ უნდა საუბრობდეს, ვინც საჯაროდ ძალადობს მისგანვე არასწორად აღქმულ და გაგებულ აზრზე. ასეთ პერსონებს, რა თქმა უნდა, არ ვუპასუხებ - ეს დროისა და ფიქრის ფუჭი ხარჯვა იქნება“, - წერს მურღულია.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი 16 მარტის საღამოს დაიკარგა. მას 23:00 საათიდან სამართალდამცველები და ადგილობრივები ეძებდნენ. მოზარდი ბოლოს დიდ დიღომში პეტრიწის ქუჩის მიმდებარედ, სკვერში ნახეს. რამდენიმე საათის შემდეგ კი მოშორებით, უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა, თუმცა გოგოს გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გავრცელებული ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ბევრს აინტერესებდა, მე რომ 16 წლის ბავშვი წყლის ჭავლზე ვხტუნაობ, ამ დროს სად მყავს ოჯახი...“ - გოგონა წითელი შარვლით კრიტიკოსებს პასუხობს

🔘„გთხოვთ, შეწყვიტოთ ოჯახის წევრების შეურაცხყოფა! საქართველოს ადგილი ევროპაშია...“ - ქეთი ხატიაშვილი

🔘„კვირაში ერთხელ, საათ-ნახევრით არიგებს ხოლმე ყველაფერზე მოჩხუბარ ქართველებს“ - გია მურღულია