Digest Logo

„არსებობს გრძნობები, რომლებიც მხოლოდ გულმა იცის“ - ნინა ხუბუტია შვილს იუბილეს ულოცავს

1781172849
ნინა ხუბუტია

კომპანია CAI-ს გენერალური დირექტორი სანდრო შელია და ჟურნალისტი ნინა ხუბუტია ორი წლის წინ, შემოდგომაზე დაქორწინდნენ.

წყვილს გასულ წელს ვაჟი შეეძინა, რომელსაც ნიკოლას-ალექსანდრე დაარქვეს.

ამჯერად ნინა სოციალურ ქსელში ახალ კადრებს აქვეყნებს, რომლითაც შვილს ერთი წლის იუბილეს ულოცავს:

„მხოლოდ გულით ხედავ სწორად. ყველაზე მთავარი თვალისთვის უხილავია“. ალბათ ამიტომაც ვერ იზომება სიყვარულის სიღრმე სიტყვებით, ვერ აიხსნება მისი ძალა და არ ჩანს მისი ნამდვილი მნიშვნელობა თვალით.

არსებობს გრძნობები, რომლებიც მხოლოდ გულმა იცის, მხოლოდ გულმა შეიძლება იგრძნოს. და თუ მკითხავთ, რას ნიშნავს მარადიული სიყვარული, გიპასუხებთ - ეს შვილია და მას ნიკოლასი ჰქვია! დღეს ის 1 წლის გახდა, და მასთან ერთად ერთი წლის გახდა ჩემი დედობაც - ყველაზე საპასუხისმგებლო, უძილო, ემოციური, რთული და ამავდროულად ყველაზე ამაღელვებელი და მნიშვნელოვანი.

ამ ერთ წელში ვისწავლე, რომ სიყვარული არ იღლება, არ ნებდება და საზღვრები არ აქვს. ვისწავლე, რომ ზოგჯერ ერთი ღიმილი საკმარისია მთელი დღის გასანათებლად, ერთი ჩახუტება კი მთელი სამყაროს დასავიწყებლად.
ჩემს უსასრულო სიყვარულს, ნიკოლას ალექსანდრე შელიას გაუმარჯოს!“, - წერს ნინა ხუბუტია.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Nina Khubutia (@nina_khubutia)

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მოგიყვებით ამბავს, როგორ შეიძლება აღმოჩნდეთ შარში“ - გიორგი ჯაჯანიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს

⭕ „ბალანსი ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია“ - სუპერ-ახალმთვარეობა ტყუპებში: თამუნა იოსელიანის ასტროპროგნოზი

⭕ „ჯვარცმით ხდება კაცობრიობის გამოსყიდვა“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე