Digest Logo

🎥 „მოგიყვებით ამბავს, როგორ შეიძლება აღმოჩნდეთ შარში“ - გიორგი ჯაჯანიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს

1781171128
გია ჯაჯანიძე

ფინანსური პირამიდები კვლავ ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ თაღლითურ სქემად რჩება, რომელიც ადამიანებს სწრაფი და მარტივი გამდიდრების დაპირებით იზიდავს. სპეციალისტები მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და განმარტავენ, რომ მსგავსი სისტემები, როგორც წესი, ახალი მონაწილეების მიერ შეტანილ თანხებზეა დამოკიდებული და საბოლოოდ მათი უმრავლესობის ფინანსური ზარალით სრულდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ტელეწამყვანი გიორგი ჯაჯანიძე აქვეყნებს და საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს.

გიორგი ჯაჯანიძე ამბობს, რომ ერთი უბრალო ფოტო, რომელიც შორეულ ნაცნობთან ერთად გადაიღო სწორედ ასეთი თაღლითობისთვის გამოიყენეს:

„მოგიყვებით ამბავს, როგორ შეიძლება აღმოჩნდეთ შარში. მე ჩემსას გეტყვით და თქვენ, რაც გინდათ ის ქენით.

ვიყავი ერთი ადამიანის დაბადების დღეზე, მადლისთვის წავედი. არ დავდივარ ამ დაბადების დღეებზე წავედი და ვზივართ მე და ჩემი პროდიუსერი მოკრძალებულად. მოვიდა ერთი ჩემთვის ნაცნობი ადამიანი პატივს რომ სცემ შორიდან, უცბად მე და ჩემს პროდიუსერს მოგვაწოდა ტელეფონები და ჩაგვიდგა შუაში. გვითხრა ეს ტელეფონები დაიჭირეთო. ამ კაცის მეუღლემ სელფი გადაიღო. არაფერი ისეთი იმ მომენტში არ ყოფილა.

 შეგნებულად არ ვამბობ სახელს და გვარს. რადგან მშიშარაა ის ადამიანი. ეს ტელეფონები რომ მოგვაწოდა დავხედეთ და რაღაც გრაფები იყო გამოსახული, თუმცა ამ ყველაფრისთვის დიდი მნიშვნელობა არ მოგვინიჭებია. წვრილად წარწერები და არაფერი ისეთი.

გავიდა დრო და ეს ფოტო აღმოჩნდა სხვადასხვა ჯგუფებში, და იმ ჯგუფებში სადაც ე.წ. პირამიდას ასრულებენ.

დამირეკეს ახლობლებმა, ნათესავებმა, მათ შორის ჩემმა შვილმაც. ვთქვი, რომ ეს სურათი ნამდვილად გადავიღე მაგრამ პირამიდაზე ნამდვილად გამიკვირდა და ვუპასუხე მეგობრებს რომ არაფერი ვიცოდი. ასე გაშტერებული დავრჩი, როგორ უკეთდება რეკლამა ფოტოთი, რომ მეც ვარ ფოტოში“, - ჰყვება ვიდეოში გიორგი ჯაჯანიძე.

ვრცლად, იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ბალანსი ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია“ - სუპერ-ახალმთვარეობა ტყუპებში: თამუნა იოსელიანის ასტროპროგნოზი

⭕ „ჯვარცმით ხდება კაცობრიობის გამოსყიდვა“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

⭕ „უნივერსალური სამსახიობო ნიჭი“ - პიტერ დინკლიჯის ნატალური რუკა რამაზ გიგაურისგან