მსახიობი ნინო ლეჟავა გადაცემის „პირველი სტუდია“ სტუმარი იყო, სადაც მან პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.
როგორც თავად აღნიშნა, სხვის უბედურებაზე მას ბედნიერება არასდროს აუგია:
„არ შეიძლება ყველას უყვარდე, გამორიცხულია.
შეიძლება უყვარდე როგორც მსახიობი, მოსწონდეს შენი როლები, მაგრამ ის, რომ მე არავის არაფერს დავუშვებ და არავისთვის დამიშავებია, ვიცი, რომ ვერ იტყვიან ვიღაცის უბედურების ხარჯზე ნინო ლეჟავამ რაიმე ბედნიერი ნაბიჯი გადადგა.
არც სხვის ქმარზე დამრჩენია თვალი, არც ჩემს ქმარზე დავადგმევინებ ვინმეს თვალს. თუ თავად გადაწყვეტს და ეს გარიგება პირველივე დღიდან გვაქვს, ნუ მომაყენებ შეურაცხყოფას, ყველაფერი ხდება ცხოვრებაში და მირჩევნია მითხრა, აი, მოხდა, შემიყვარდა, მადლობას გადავუხდი გულწრფელობისთვის და გავუშვებ“, - ამბობს ნინო ლეჟავა.

ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „აბა, ვინ იძინებს ასე?“ - თეონა ცირამუა შვილის სახალისო კადრებს აქვეყნებს
⭕მაქსიმ გალკინმა 13 წლის ტყუპები პირველად გამოაჩინა - „არდადეგები ბავშვებთან ერთად“
🎥 „შენ ხარ მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა იყოს ადამიანი“ - ნინი კენჭიაშვილი მეუღლეს იუბილეს ულოცავს