6 დეკემბერს პოეტ დიკა სალაყაიას და - ორსული ბაკო სალაყაია კორონავირუსით გარდაიცვალა.
დიკა თავისი ტკივილის შესახებ სოციალურ ქსელში აქტიურად წერს. გთავაზობთ მის ერთ-ერთ სტატუსს, რომელიც დიკამ ახლახან გამოაქვეყნა:
„სახლში ხარ… ყველგან. წელს ვერ დავითვალე წუთები, სანამ სახლამდე მოხვიდოდი. შენი მანქანის ხმას თითქოს ინტუიციით ვგრძნობდით და მერე ბავშვების ჟრიამული...
ბაკო მოვიდააააა, შენი საყვარელი ლუსი შემოვარდებოდა ხოლმე, მერე ელისაბედი და ბოლოს შენ შემომანათებდი. მოხვედი დეო – გაბრწყინებული გეტყოდა დედიკო… ახლა ზის და ლოცვებს გიკითხავს, ოღონდ სხვა ლოცვებს, ტკივილიანს და ცრემლებით გაჟღენთილს… წელს არ მოხვედი… არ მოიტანე მზე და სითბო.
წვიმს და ვფიქრობ. ნეტა იქ სიცივე ხომ არ არის. ნეტავ იქ ამინდები ასე თუ იცვლებიან. ნეტავ…“, – წერს დიკა სალაყაია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ახალი წლის შემდეგ განტვირთვის დღეები აუცილებელია“ - ენდოკრინოლოგის რჩევები
🔵„ვერ ასრულებული ოცნებების ახლებურად განხორციელების დღეა“ - ცაგარელი
🔵„სანამ გული გამისკდება მოგიყვებით რა“ - გიგა მაქარაშვილის ემოციური პოსტი