Digest Logo

„ბასანოჩკები“ უნდაო დედამ, დავპირდი ისევ მოვალ-თქო“ - დიკა სალაყაია გლდანში გარდაცვლილ ოჯახზე

1643489551
დიკა სალაყაია

გლდანში ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად დაღუპულები ერთი ოჯახის წევრები – დედ-მამა და სამი არასრულწლოვანია. 

დაღუპულები არიან 32 ირაკლი შანიძე, მისი მეუღლე 32 წლის რუსუდან ზაალიშვილი და მათი შვილები - 5 წლის დარეჯან შანიძე, 6 წლის მარიამ შანიძე და 12 წლის დავით ზაალიშვილი. მომხდარ ტრაგედიას პოეტი დიკა სალაყაია ეხმაურება.

„ეს პატარები, გლდანში გაზის გაჟონვის შედეგად რომ დაიღუპნენ, ჩვენი პრინცესები ყოფილან.

როგორ მეწვის გული. ამ ზაფხულს ვიყავი მათთან… პატარა ანგელოზის დაბადების დღე ახლოვდებოდა, „ბასანოჩკები“ უნდაო ძალიან მისმა დედიკომ და კანფეტები…​ ღმერთო…

მათ თვალებში რაღაც უძირო სევდა არის მეთქი, ვფიქრობდი… პატარებს დავპირდი, ისევ მოვალ თქვენთან მეთქი, მაგრამ….ეს რა გავიგე… ღმერთო, რატომ?“,- წერს სოციალურ ქსელში დიკა სალაყაია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ვინ არიან გლდანში გარდაცვლილები? - ფოტოები სოციალური ქსელიდან

🔵„გრიგოლიამ და აქუბარდიამ თავიდან მომიშრეს „სად ეცალათ ჩემნაირ უცხო, უპატრონო, უცნობ ვიღაცასთან სალაპარაკოდ“ - ხოდა ახლა უნდათ თემის გაშუქება, იმიტომ რომ, უცებ აქტუალური გახდა“ - ესმა გუმბერიძე

🔵„დღეიდან ვენერა ხელს შეუწყობს ახალი სასიყვარულო პარტნიორების გაცნობას და ძველ პარტნიორებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას“ - ცაგარელის პროგნოზი

🔵18 274 ინფიცირება, 8400 გამოჯანმრთელება, 41 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში

🔵„15 წელი ემიგრაციაში იმყოფებოდა, მისი შვილის მონატრებას გადაჰყვა“ - 41 წლის მარიკა რუხაძე გარდაიცვალა

🔵ქალმა ბავშვი დათვის ვოლიერში ჩააგდო – რა გააკეთა კავკასიურმა მურა დათვმა