
ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემების მიმოხილვას აკეთებს.
ამჯერად მან მიმართვა გაავრცელა, რომელიც ფეისბუკზე გავრცელებულ ერთ-ერთ ვიდეოს ეხება და შეშფოთებულია მისი შინაარსით.
ვიდეოში ისმის კაცის ხმა, რომელიც უკმაყოფილოა „ვოლტის“ კურიერით - კერძოდ, ინდოელი გოგოს მომსახურებით. კაცი, სავარაუდოდ, გაღიზიანებულია იმით, რომ გამოძახებული ხინკალი მისთვის არასათანადო მდგომარეობაში მიიტანეს. იგი ხმამაღლა აპროტესტებს: „ვოლტის სამსახური რომ ხარ და აი, ამას რომ ასაქმებთ თქვენ სამსახურში...“
ვიდეოში ასევე ჩანს „ვოლტის“ კურიერი გოგო, რომელიც, როგორც ჩანს, ვერ იგებს მის მიმართ გამოთქმული პრეტენზიას ქართულ ენაზე და შეშინებული-დაბნეული თვალებით იყურება.
„ერთ-ერთი ინდოელი გოგონას კადრები გავრცელდა, გლოვოს კურიერად მუშაობს, მგონი …
ცოდვა გამხელილი ჯობსო. თქვენს მსგავსად მეც არ მომწონს ამდენი უცხოელი ჩემს პატარა საქართველოში, მაგრამ ასე ნუ მოექცევით ხალხო ერთმანეთს, რამ გაგაბოროტათ! ისე შეშინებული იყურებოდა იმ ვიდეოში, ძალიან შემეცოდა…
და არა მარტო უცხოელებს, ზოგადად, ვინც გლოვოს და ვოლტის კურიერად მუშაობენ, შრომატევადი სამსახურია და ზოგი ქართველსაც იმდენად ცუდი ტონით ესაუბრება და ექცევა რომ იქ მთავრდება მათი ადამიანობა“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ეკატერინე ტუღუში შავ კორსეტში პოზირებს - მოდელის ახალმა ფოტოებმა დიდი გამოხმაურება დაიმსახურა
🎥 ბრაზილიაში 2 წლის ბიჭმა შემთხვევით დედა მოკლა - ფაქტის ამსახველი კადრები მედიაში ვრცელდება