მომღერალი ნინო ქათამაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მიუნხენამდე უკრაინიდან ჩარტერული რეისით გადაფრინდა, თვითმფრინავში კი უკრაინელებმა მათ ქართული წარწერებით ბარათები დაახვედრეს.
„ასეთი სიურპრიზი დაგვახვედრეს მატარებელში. უკრაინა ომშია და აუცილებლად გაიმარჯვებს, რადგან არც ომის დროს ავიწყდებათ გამოხატონ სიყვარული ეს იმის ფონზე, როდესაც დილით თვითმფრინავში მიუნხენამდე ტრანზიტული მგზავრობისას, ჩვენს წინ იჯდა ჩვენი ქვეყნის კულტურის მინისტრი და არც კი მოგვესალმა…
ჩვენ სიყვარული გადაგვარჩენს“, - წერს ნინო ქათამაძე.
ასევე დაგაინტერესებთ
🎥 „ეს ძროხები და ის ადამიანები რამ გაყო, ფეხით რომ გადარბიან გზაზე“ - სახალისო კადრები ვარკეთილიდან
🔵„ძალიანაც მეამაყება, რომ ყველაზე ღარიბი პოლიტიკოსი ვარ საქართველოში!“ - ალეკო ელისაშვილი