ასტროლოგი ქეთი ოდიშელი ნდობისა და ერთგულების თემაზე შთამბეჭდავ იგავს აზიარებს.
სპარსეთის მეფისა და მისი ერთადერთი ნდობით აღჭურვილი მკურნალის ამბავი გვიჩვენებს, თუ რას ნიშნავს უპირობო რწმენა მეგობრობაში - მაშინაც კი, როდესაც ეჭვის შეტანის სერიოზული საბაბი არსებობს.
პოსტის ბოლოს ასტროლოგი მკითხველსაც მიმართავს შეკითხვით: „და შენ რას იზამდი?“, რაც ერთგულებისა და შიშის ზღვარზე დაფიქრებას გვთავაზობს.
„იგავი ნდობაზე და ერთგულებაზე.
სპარსეთის მეფეს მხოლოდ ერთი მეგობარი ჰყავდა, რომელსაც ენდობოდა და ეს მისი მკურნალი იყო. მეტიც, როდესაც ავად ხდებოდა, წამალს მხოლოდ მაშინ სვამდა, თუ მას მკურნალი საკუთარი ხელით მიაწვდიდა.
ერთხელ, როდესაც მეფე თავს მაინცდამაინც კარგად ვერ გრძნობდა, ანონიმური წერილი მიიღო:
„უფრთხილდი ყველაზე ახლო მეგობარს, შენს მკურნალს. მას შენი მოწამვლა სურს!“.
ცოტა ხნის შემდეგ მკურნალიც მოვიდა და სპარსთა მეფეს წამალი მიაწოდა. მეფემ მეგობარს მიღებული წერილი გაუწოდა და, სანამ ის კითხულობდა, სამკურნალო ნარევი ბოლო წვეთამდე შესვა.
მკურნალი გაოგნებისგან გაქვავდა და ჰკითხა:
— ხელმწიფევ, როგორ შეძელი დაგელია ის, რაც მოგაწოდე, მას შემდეგ, რაც ეს წაიკითხე?!
რაზედაც მეფემ უპასუხა:
— სიკვდილი სჯობს საკუთარ მეგობარში დაეჭვებას!
და შენ რას იზამდი?“, - წერს ქეთი ოდიშელი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: