Digest Logo

„ასწავლეთ სიფრთხილე, მაგრამ ნუ ასწავლით შიშს, დაეხმარეთ ბავშვს დაინახოს სამყაროს რესურსული მხარეც“ - ფსიქოლოგის რჩევა მშობლებს

1773744676
 ნინი დგებუაძე

ბავშვისთვის სამყარო არის ის, რასაც სახლში ხედავს. თუ გარემო ქაოსურია, ტვინი ამ ქაოსს აღიქვამს არა როგორც „ცუდს“, არამედ როგორც „მოცემულობას“.

ბავშვი სწავლობს „ქაოსში“ არსებობას. ის ხდება ჰიპერფხიზელი (hypervigilant), რათა დროულად შენიშნოს გაუგებრობის მორიგი გამოვლინება.

მოგვიანებით, როდესაც ის მშვიდ გარემოში ხვდება, ეს სიმშვიდე მისთვის უცხო და სახიფათოც კი შეიძლება იყოს, რადგან მისი ნერვული სისტემა მხოლოდ საფრთხის მოლოდინში ფუნქციონირებს გამართულად.

ხშირად ადამიანები გაუცნობიერებლად ეძებენ იმავე „ხანძარს“ ზრდასრულ ურთიერთობებშიც. ჯანსაღი გარემო მათთვის მოსაწყენი ან არასანდო ჩანს, რადგან მათმა ფსიქიკამ არ იცის, როგორ იმოქმედოს იქ, სადაც არავინ ყვირის, არავინ გტკენს და არავინაა აგრესიული.

ნაცნობი დისკომფორტი ხანდახან უფრო უსაფრთხოდ აღიქმება, ვიდრე უცნობი სიმშვიდე. თერაპიული პროცესი აქ ჰგავს იმ ადამიანის დახსნას, რომელიც წლების განმავლობაში არსებობდა ცეცხლმოკიდებულ შენობაში და ახლა სუფთა ჰაერზე სუნთქვის ეშინია.

ის ეხება მიჯაჭვულობის ტრავმას და იმას თუ როგორ აყალიბებს ადრეული გარემო ჩვენს მოლოდინებს ცხოვრების მიმართ.

ბავშვი განიცდის უმწეოებას, როდესაც მისი ერთადერთი თავშესაფარი საფრთხის წყაროა. სახლი უნდა იყოს ადგილი, სადაც ბავშვს არ უწევს „ჯავშნის“ ტარება. თუ გარეთ სამყარო ქაოტურია, სახლში მან უნდა იცოდეს, რომ მისი ემოციები (თუნდაც რთული ქცევა, ბრაზი, შიში) გაგებული და მიღებულია.

დღეში მინიმუმ 45 წუთი დაუთმეთ ბავშვს სრული ყურადღებით (ტელეფონის და სხვა საქმეების გარეშე). ეს მას აგრძნობინებს, რომ ის მნიშვნელოვანია და დაცული.

ბავშვი არ უსმენს თქვენს სიტყვებს, ის კითხულობს თქვენს ნერვულ სისტემას. თუ თქვენ შინაგანად „იწვით“ (ხართ სტრესში, ბრაზში), ბავშვი ამას საფრთხედ აღიქვამს.

სანამ ბავშვს დაამშვიდებთ, ჯერ საკუთარი თავი დაამშვიდეთ. ბავშვები სწავლობენ თვითრეგულაციას თქვენზე დაკვირვებით.

შექმენით მყარი რუტინა (ძილის წინ კითხვა, ერთად ვახშმობა, კვირა დღის ტრადიცია). პროგნოზირებადი გარემო ამშვიდებს ბავშვის ამიგდალას (ტვინის ნაწილს, რომელიც საფრთხეზეა პასუხისმგებელი). როცა ბავშვმა იცის, რა მოხდება შემდეგ, მას აღარ სჭირდება მუდმივი ფხიზლობა.

იდეალური მშობლები არ არსებობენ. კონფლიქტი ან ყვირილი შეიძლება მოხდეს, მაგრამ მთავარია, რა ხდება მერე.

„ბოდიში, რომ ხმას ავუწიე, ძალიან დაღლილი ვიყავი და ვერ მოვზომე. ეს შენი ბრალი არ არის. ჩვენ ისევ მეგობრები ვართ “. ეს ასწავლის ბავშვს, რომ კონფლიქტი არ ნიშნავს სამყაროს დასასრულს.

ასწავლეთ სიფრთხილე, მაგრამ ნუ ასწავლით შიშს. დაეხმარეთ ბავშვს დაინახოს სამყაროს რესურსული მხარეც. ადამიანები, რომლებიც ეხმარებიან ერთმანეთს, ბუნების სილამაზე, ახალი გამოწვევები.

ბავშვისთვის „ნორმა“ არის ის, რასაც თქვენ ასხივებთ. თუ გსურთ, რომ მან მომავალში მშვიდი და ჯანსაღი ურთიერთობები ააგოს, დღეს თქვენ უნდა იყოთ ის ადამიანი, ვის გვერდითაც მას სუნთქვა არ უჭირს.

ასევე დაგაინტერესებთ: 

🎥 „ადამიანი უფრო მეტად ახლოს იყო ბუნებასთან, მის კანონებთან, უფალთან...“ - როგორ ავწიოთ საკუთარი ვიბრაციული დონე, ერეკლე შონია

„ყველა პასუხები შენს შიგნით არის, დაივიწყებ ამ ყველაფერს...“ - ლევან მათითაშვილი სანსკრიტულ ტექსტის თარგმანზე

🎥 „სირცხვილია! ჩემს თავს არ ვაკადრებდი ამას... რეალობა სხვანაირად იყო და ამას მალე მოვყვები“ - ენი გასიევა ყოფილ გერს პასუხობს