ფილოლოგი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ფიქრის შესახებ წერს.
მისი თქმით, ადამიანი ათას რაღაცაზე ფიქრობს.
„ათას რაღაცაზე ფიქრობს ადამიანი.
ხანდახან თავის ფიქრზეც ფიქრობს.
რა არის ეს, რასაც ახლა ვაკეთებ?
ვცდილობ, დავინახო სამყარო - ეს ძალიან რთულია.
ვცდილობ, დავინახო სამშობლო - ეს ძალიან რთულია.
ვცდილობ, დავინახო ჩემი სახელმწიფო - ეს ძალიან რთულია.
ვცდილობ, დავინახო ჩვენი საზოგადოება - ეს ძალიან რთულია.
ვცდილობ, დავინახო სხვა ადამიანი - ეს ძალიან რთულია.
ვცდილობ, დავინახო ჩემი თავი - ეს ძალიან რთულია.
ღმერთი კი ყოველთვის მეუბნება:
„მე ვარ სირთულის სიადვილე“, - წერს გია მურღულია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „ჩემი ცხოვრების ყველაზე მარტივი „დიახ“ - ვინ არის ტასო ხიზანიშვილის რჩეული