ბლოგერმა გივიკო დიდიამ 8 დეკემბერს ლანჩხუთიდან ვიდეო გამოაქვეყნა, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
საზოგადოების ნაწილმა ბლოგერი იმის გამო გააკრიტიკა, რომ იმ დღეს უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ჯამბულატ ხოფერია თავის მშობლიურ რაიონში - გურიაში ჩამოასვენეს, გივიკო დიდია კი სოციალურ ქსელში საზეიმო ხასიათის კადრებს აქვეყნებდა.
გივიკო დიდიამ დღეს ვიდეომიმართვა გაავრცელა და საზოგადოებას მოუბოდიშა. თუმცა მოგვიანებით პოსტიც გამოაქვეყნა, რომლითაც საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუხადა ბოდიში, თავისი ემოციების შესახებაც აცნობა ხალხს და მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.
„ატირეს, ანერვიულეს დედაჩემი და ჩემი გამწარებული ბებია. ბახმაროში წამოვედი ჩემებს რომ არ დავენახე ასეთი განადგურებული - ნათელე მირეკავს თუ გინდა ვიცოცხლო არ იტიროო! მე აუცილებლად მივალ იმ ოჯახში ვის გამოც გადამიარეთ, და აუცილებლად ჩავიკრავ გულში შვილმკვდარ დედას. ბოლოჯერ ვეხები ამ თემას და გულით მინდა გითხრათ მადლობა ყველას თანადგომისთვის. მართლა როგორ გყვარებივართ. მადლობა დაუსრულებლად და მიიღეთ ჩემი დიდი მადლიერება თქვენდამი. მიყვარხართ და იცოდეთ დღეს მე თქვენ გადამარჩინეთ. მალე შეხვდებით ისეთ გივიკოს, როგორიც თქვენ გიყვართ“, - წერს გივიკო დიდია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი დაიკეტა - რას ამბობენ სატრანსპორტო კომპანიაში