Digest Logo

„აუცილებლად უნდა დაისაჯოს გელათის სკოლის დირექტორი. სხვა სკოლებიც მოიკითხეთ ბარემ“ - რას წერს გოდერძი შარაშია?

1696156252
გოდერძი შარაშია

ბულინგის შემთხვევა არასრულწლოვნებს შორის - იმერეთში, ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თანატოლს, თვითდაზიანებისკენ უბიძგეს. არასრულწლოვანის დედა ამბობს, რომ მეცხრეკლასელ გოგონაზე ძალადობა თანაკლასელების მხრიდან სისტემატურად ხორციელდებოდა, ბოლო შემთხვევის დროს კი, მას ბასრი საგნით ხელის დასერვა და მათი მოთხოვნების შესრულება დაავალეს.

არასრულწლოვანმა მომხდარის შესახებ ოჯახს აცნობა. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

აღნიშნულ ფაქტს ჟურნალისტი გოდერძი შარაშია სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ერთი წელია თურმე ბავშვი სკოლაში იტანჯება, ერთი წელი 

აუცილებლად უნდა დაისაჯოს გელათის სკოლის დირექტორი და ყველა მასწავლებელი ვინც ფაქტი იცოდა და მალავდა 

სხვა სკოლებიც მოიკითხეთ ბარემ“,- წერს გოდერძი შარაშია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵 „მოთქვამენ - სად დაიკარგა დისციპლინა?! რომელ დისციპლინას დაეძებთ ძალიან ძვირფასებო? ყურის აგლეჯას, თმების დაწიწკვნას, დანარჩენი ბავშვების წინ შერცხვენას, კუთხეში დაყენებას?“ - გიორგი კეკელიძე

🔵 „მშობლებია ჯერ გამოსაკვლევი, სად იზრდება ეს ეშმაკის ნაშიერი“ - ნინი შერმადინი მოსწავლის დაბულინგების ფაქტს ეხმაურება

🎥 „დედა მოხუცი იყო და „ვედრებით“ ეზიდებოდა წყალს, წაქცეულა, დამაგვიანდა სამსახურში მისვლა...“ - რაჯი კაშეხჩიანის გულის ამაჩუყებელი ისტორია