Digest Logo

„ბავშვებზე ვინც მომწერეთ ყველას დიდი მადლობა... გაგაგებინებთ რა ხდება... ახლა მთავარი ამოცანაა სამშვიდობოს გამოიყვანონ“ - რას წერს გიორგი არველაძე

1646383814
გიორგი არველაძე

რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი გიორგი არველაძე უკრაინაში მყოფი ბავშვების გაშვილების თემაზე წერდა. 

აღნიშნულს გამოეხმაურება, უკრაინაში მოღვაწე ქართველი სასულიერო პირი ნექტარიოს მჭედლიძე. ის აცხადებს რომ უკრაინის კანონმდებლობით აკრძალულია სხვა ქვეყნის მოქალაქეზე ბავშვის გაშვილება. 

არველაძე კი მორიგ სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ 700-ზე მეტი ადამიანისგან მიიღო შეტყობინება ბავშვების ამბავზე და საზოგადოებას ნელ-ნელა მიაწვდის უახლეს ინფორმაციას. 

„ბავშვებზე ვინც მომწერეთ, ყველას დიდი დიდი მადლობა. უამრავი, დაახლოებით, 700 მადლიანი ადამიანისგან მივიღე შეტყობინება.

მარტო ვარ ახლა და ყველასთვის პასუხის გაცემას ფიზიკურად ვერ ვასწრებ.

მაგრამ ყველასთან კავშირი მექნება. ყველას გიპასუხებთ და ყველას გაგაგებინებთ რა ხდება. ყველას აღვრიცხავ, როგორც მსურველს.

ახლა მთავარი ამოცანაა ბავშვები სამშვიდობოს გამოიყვანონ. გუშინ ღამე დაიკარგა კავშირი და არ ვიცით რა მოახერხეს. გამოყვანას ცდილობდნენ. დღეს ხარკოვის სამოქალაქო ადმინისტრაციასთან მექნება ზარი და მეტი ინფორმაციით დაგიბრუნდებით. ვისაც ეგრევე ვერ გპასუხობთ, არ გამკიცხოთ“, - წერს გიორგი არველაძე.

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵 „უკრაინამ მაშინ საქართველო გადაარჩინა“ - რას ჰყვებოდა ედუარდ შევარდნაძე უკრაინის შესახებ

🔵„გავხსნი ასტროლოგიურ „გასაღებს“ ეს 2025 წლის აპრილ-მაისში მოხდება...“ - რა პროგნოზი აქვს ასტროლოგს

🔵„იწყება რყევა შიგნიდან“ - რუსი ოლიგარქის, რომან აბრამოვიჩის შვილმა სოციალურ ქსელში ვლადიმერ პუტინის საწინააღმდეგო პოსტი გამოაქვეყნა

🔵„მისი ბოლო სიტყვები იყო, მუცლის არეში ვარო დაჭრილი“ - ხარკოვში ოკუპანტის ტყვიას ქართველი მამაკაცი ემსხვერპლა