
ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემებს მიმოიხილავს.
ამჯერად იგი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც მოგზაურობის შთაბეჭდილებებს და ღმერთის ნებაზე საუბრობს:
„ყველაზე დიდი მოგზაურობა იწყება კითხვით: „რატომ ვარ აქ?” ვინც თავის გზას არ კითხულობს, სხვისას მიჰყვება.
ვინც გზას ეძებს, თავიდან ქარში ბრმად დადის.
დანიშნულება ის არის, რაც შენს ტალანტს სხვებისთვის სასარგებლოს ხდის.
გზას არ აქვს ბოლო - ის უბრალოდ ღრმავდება.
ბოლოს ვხვდებით, რომ დანიშნულება ერთი წერტილი კი არაა - ის მუდმივი მოძრაობაა.
ბედნიერება არ არის ის, რაც გელოდება ხვალ. ის არის ის, რასაც დღეს ხედავ.
ბედნიერება არის არა ის, რომ ყველაფერი გაქვს, არამედ, ის რომ ყველაფერს სიხარულით უყურებ.
ბედნიერება გარე გარემოზე კი არა, ჩვენს ხედვაზეა დამოკიდებული.
ბევრს ჰგონია, რომ სიხარული უნდა მოვიდეს ერთ დღეს, სინამდვილეში ის ჩვენი ყოველდღიური არჩევანია.
ბედნიერება არის შინაგანი სიმშვიდე და არა გარეგანი სიუხვე.
რაც მეტ ცხოვრებისეულ გამოცდილებას აგროვებ და იყენებ კარგად, მით მეტად უახლოვდები ღმერთს. ღმერთთან ყოფნა კი სიმშვიდის გარანტია.
ღმერთის ძიება, ხშირად, იწყება არა რწმენით, არამედ, სიცარიელით, ხოლო ვინც საკუთარ თავს ეკითხება რისთვის ვცხოვრობ? უკვე ღმერთს ეძებს.
ღმერთი, ხშირად, არ გვპასუხობს ხმამაღლა, მაგრამ თავად ჩვენი გზა ხდება პასუხი.
ეჭვები ძიების ნაწილი ხდება და არა მისი დასასრული. ღმერთის პოვნა არ ნიშნავს სამყაროს დატოვებას, არამედ, მასში ღრმად შესვლას.
ძალიან ხშირად, ღმერთს ვერ ვპოულობთ, რადგან თავად ღმერთია ის გზა, რომელსაც მივყვებით. საბოლოოდ, ღმერთი არ არის მხოლოდ პასუხი, არამედ, მთელი პროცესი - გზა, კითხვები, სიჩუმე“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: